ფრანსუა II (ბრეტანი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანსუა II (ფრანგ. Francois II; დ. 23 ივნისი, 1433 — გ. 9 სექტემბერი, 1488) — მონფორთა დინსტიის წარმომადგენელი. ბრეტანის ჰერცოგ რიჩარდისა და მარგარიტა ორლეანელის ვაჟი. ბრეტანის ჰერცოგი 1458-1488 წლებში. იბრძოდა ჯერ საფრანგეთის მეფე ლუი XI-ს, შემდეგ კი მის შვილებს: შარლ VIII-სა და ანა დე ვალუას, რაც შემდეგში "შეშლილ ომში" გადაიზარდა და ფრანსუას მარცხით დასრულდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მის ერთადერთ მემკვიდრედ მისი ქალიშვილი ანა დარჩა, რომელიც იძულებით გაჰყვა ცოლად საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ს, რითაც ბრეტანი საფრანგეთის დომენად იქცა.
სწრაფი ფაქტები ბრეტანის ჰერცოგი, კორონაცია: ...
ფრანსუა II | |
---|---|
ბრეტანის ჰერცოგი | |
კორონაცია: | 3 თებერვალი, 1459 |
მმართ. დასაწყისი: | 26 დეკემბერი, 1458 |
მმართ. დასასრული: | 9 სექტემბერი, 1488 |
წინამორბედი: | არტურ III |
მემკვიდრე: | ანა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 ივნისი, 1433 |
დაბ. ადგილი: | კლიზონი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 9 სექტემბერი, 1488, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | კუირონი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
მარგარიტა ბრეტონელი მარგარიტა დე ფუა |
შვილები: |
ჟანი, მონფორის გრაფი ანა, საფრანგეთის დედოფალი იზაბელი |
დინასტია: | მონფორები |
მამა: | რიჩარდი, ბრეტანის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა ორლეანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა