ტრანსკონტინენტური ქვეყნების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
აქ მოცემულია ქვეყნების სია რომლებიც ერთზე მეტი კონტინენტზე მდებარეობს, ზოგჯერ ასეთ სახელმწიფოებს ტრანსკონტინენტურ ქვეყნებს უწოდებენ. სახელმწიფოს ორ კონტინენზე ყოფნის კრიტერიუმები მრავალგვარია, ქვეყანა ტრანსკონტინენტურად ითვლება გეოგრაფიული ან გეოლოგიური თვალსაზრისით. მეორე მხრივ, არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული კრიტერიუმები. ტრანსკონტინეტური ქვეყნის ყველაზე კარგი მაგალითია, რუსეთი, ქვეყნის ისტორიული ბირთვი ევროპულია, მოსახლეობის უმრავლესობა (72%) სწორედ ევროპაში ცხოვრობს, რუსეთის ევროპულ ნაწილშია კულტურული დაწესებულებების უმრავლესობა, ეკონომიკური ობიექტები და პოლიტიკური ინსტიტუტები (მაგ. დედაქალაქი მოსკოვი სწორედ ევროპაშია), თუმცა ქვეყნის ტერიტორიის 71 % სწორედ აზიაში მდებარეობს.