სომხური ენის ორთოგრაფიული რეფორმა (1922–1924 წწ.)
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური ენის ორთოგრაფიული რეფორმა — 1922–1924 წლებში ჩატარდა სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სომხური ენის მართლწერის რეფორმა. რეფორმის შედეგად მიღებულ ცვლილებებს სომხეთის საზღვრებს გარეთ სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები სომხები არ აღიარებენ და ისევ განაგრძობენ ძველი მართლწერის წესების მიხედვით წერას.