სომხური დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხური დამწერლობა (სომხ. Հայոց գրեր [Hayots' grer] ან სომხ. Հայոց այբուբեն [Hayots' aybuben]; აღმოსავლეთ სომხური: haˈjotsʰ ajbuˈbɛn; დასავლეთ სომხური: haˈjotsʰ ajpʰuˈpʰɛn) — ანბანური დამწერლობის ორიგინალური სისტემა, რომელიც შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. იწერება მარცხნიდან მარჯვნივ. გამოიყენება სომხურ ენაში. სომხური ტრადიციის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა სასულიერო და საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მესროპისეული ანბანი 36 ასოსაგან შედგებოდა, მოგვიანებით მას დაემატა კიდევ სამი ასო. დღესდღეობით თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი. სომხურად სიტყვა „ანბანი“ არის այբուբեն (აიბუბენ), სომხური ანბანის პირველი ორის ასოს მიხედვით.
სწრაფი ფაქტები სომხური დამწერლობა ...
სომხური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | სომხური ენა | |
შექმნა | მესროპ მაშტოცი | |
დროის პერიოდი: | V საუკუნიდან დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | ბერძნული დამწერლობა (სადავოა) სომხური დამწერლობა | |
დახურვა