სამხრეთ კორეის დროშა
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთ კორეის დროშა (Taegukgi) — სამხრეთ კორეის ეროვნული დროშა რომელიც შედგება სამი ნაწილისგან: თეთრ ფონზე წრეში წითელი და ლურჯი ოთხი მხრიდან შავი ტრიგრამებით. თეთრი ფონი არის სამხრეთ კორეის ტრადიციული ფერი რომელიც მათ ტრადიციულ სამოსსაც ამკობს. თეთრი სამხრეთ კორეაში არის სიწმინდისა და მშვიდობის ფერი. წრეში ლურჯი ფერი წარმოადგენს უარყოფით კოსმიურ ძალებს ხოლო წითელი დადებითს. აზრი კი არის ის რომ ეს ორი ძალა უპირისპერდება ერთმანეთს. ოთხი ტრიგრამი ერთად წარმოადგენს პრინციპულ და ჰარმონიულ მოძრაობას. თვითონ ეს ტრიგრამები კორეული ტრადიციული ელემენტებია.
მეტი ინფორმაცია კორეული სახელწოდება, ბუნება ...
კორეული სახელწოდება | ბუნება | სეზონები | მხარეები | სათნოება | ოჯახი | ოთხი ელემენტი |
---|---|---|---|---|---|---|
geon | სამოთხე | გაზაფხული | აღმოსავლეთი | კაცობრიობა | მამა | ჰაერი |
ri | მზე | შემოდგომა | სამხრეთი | სამართალი | შვილი (გოგო) | ცეცხლი |
gam | მთვარე | ზამთარი | დასავლეთი | ინტელექტი | შვილი (ბიჭი) | წყალი |
gon | დედამიწა | ზაფხული | ჩრდილოეთი | თავაზიანობა | დედა | მიწა |
დახურვა