რესლინგი
საბრძოლო ხელოვნების ღონისძიებები პროფესიონალ სპორტსმენებთან, რომლებიც ნებას რთავენ სროლის, ხ / From Wikipedia, the free encyclopedia
რესლინგი, პროფესიონალური რესლინგი ანუ ჭიდაობა — სპორტის ის სახეობა, სადაც ორი, ან რამდენიმე შეუიარაღებელი ადამიანი ერთმანეთს ებრძვის, რათა მოიპოვოს ძალაუფლება თავის მოწინააღმდეგეზე და მოიპოვოს გამარჯვება.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|რესლინგი}} |
ინგლისურად სიტყვა "wrestling" ჭიდაობას ნიშნავს.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია ჭიდაობის მრავალი მრავალი სახეობა, ამერიკელებმა კი მოიფიქრეს ამ სპორტის ახალი სახეობა და მას პროფესიონალური ჭიდაობა ანუ, პროფესიონალური-რესლინგი(pro wrestling) დაარქვეს.
პრო-რესლინგი არის სპექტაკლი, მენეჯმენტი და მარკეტინგი ათლეტური ხელოვნებისა, რომელიც შეიცავს ქეჩ რესლინგის(catch wrestling), ფარსი ბრძოლისა(mock combat) და დრამატული წარმოდგენის(dramatic performance) ელემენტებს. ყველა პრო-რესლერი პროფესიონალია, რადგან რინგზე ყოფნა მოითხოვს უდიდეს ფიზიკურ გამძლეობასა და სპეციალურ გაწვრთნას.
პრო-რესლინგი უკვე გახდა სპორტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იაპონიასა და ჩრდილოეთი ამერიკის ქვეყნებში.
სპორტში ხშირად პოპულარული სპორტსმენები ხდებიან ისეთი კულტურული ხატები, როგორებიც არიან: რიკ ფლერი, ჰალკ ჰოგანი, რიკიდოძანი, ჯონ სინა და ელ სანტო. წამყვან უნივერსიტეტებში შექმნილია სპეციალური ფაკულტეტები მათთვის, ვისაც უნდა დაეუფლოს პროფესიონალურ რესლინგს.
ამ ბიზნესიდან უკვე მილიარდობით დოლარის მოგების ნახვაა შესაძლებელი. ფედერაციები მოგებას ნახულობენ ბილეთების გაყიდვით, საფირმო საქონლის, საშინაო ვიდეოს გაყიდვით და სატელევიზიო მაუწყებლობით. პრო-რესლინგმა დიდი როლი ითამაშა pay-per-view(გადაიხადე და უყურე)-ს განვითარებაში. ისეთი ყოველწლიური შოუები, როგორიც არის Wrestlemania არიან ყველაზე ძვირად გაყიდვადი Pay-Per-View(გადაიხადე და უყურე) პროგრამები.
დღესდღეობით რესლინგის კომპანიებს შორის ლიდერი არის აშშ-ში დაარსებული კომპანია World Wrestling Entertainment. მათ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კომპანია ყავთ შეძენილი, მათ შორის მათი ძველი კონკურენთი World Championship Wrestling. ამჟამად WWE-ს მთავარი კონკურენტი აშშ-ში არის Total Nonstop Action, მექსიკაში Asistencia Asesoría y Administración, იაპონიაში New Japan Pro Wrestling, ხოლო საქართველოში Georgian Independent Wrestling Federation(GIWF).