ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის
From Wikipedia, the free encyclopedia
ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის ყოველწლიურად გაიცემა კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის მიერ. ოსკარის 49-ე დაჯილდოებამდე ეს კატეგორია დასათაურებულია იყო, როგორც ოსკარი კაცის მიერ დამსახურებულ შესრულებაში. თუმცა შემდეგ დაიმკვიდრა ახლანდელი სახელწოდება. კატეგორიაში ნომინანტებს არჩებს აკედემიის წევრი მსახიობები, საბოლოო ხმის მიცემისას კი აკადემიის ყველა წევრი. ამ ნომინაციაში ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობებს. მსახიობებს კი, რომლებიც ფილმში მეორეხარისხოვან როლს ასრულებენ ოსკარი გადაეცემათ ნომინაციაში ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.
ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის | |
მიმღები 2022 წელს: ბრენდან ფრეიზერი | |
ჯილდო | საუკეთესო როლის შემსრულებელი მსახიობი |
წარადგენს | კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (AMPAS) |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1929 (1927/1928 წლებში გამოშვებულ ფილმებში მონაწილეობისათვის) |
მიმდინარე მფლობელი | ბრენდან ფრეიზერი ვეშაპი (2023) |
oscars.org |
---|
პირველი დაჯილდოება გაიმართა 1929 წელს, სადაც ოსკარი მოიპოვა ემილ იანინგსმა შესრულებული როლებისთვის ფილმში „უკანასკნელი ბრძანება“ (1928) და „ყველა ხორციელის გზა“ (1927). დაწესების დღიდან მოყოლებული ჯილდო გადაეცა სულ 82 მსახიობს. დენიელ დეი-ლუისმა მიიღო ყველაზე მეტი (3) ჯილდო ამ კატეგორიაში. ყველაზე მეტი (9) ნომინაცია აქვთ სპენსერ ტრეისისა და ლორენს ოლივიეს. პიტერ ო’ტული ერთადერთი მსახიობია, რომელიც ყველაზე მეტჯერ იყო ნომინირებული ამ კატეგორიაში, თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში მოიპოვა ჯილდო. ჯეიმზ დინი ერთადერთი მსახიობია, რომელიც სიკვდილისშშემდგომ იყო ნომინირებული ერთხეულ ან უფრო მეტჯერ. ედრიენ ბროუდი ამ კატეგორიის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია შესრულებული როლისთვის ფილმში „პიანისტი“.