მსოფლმხედველობა
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლმხედველობა — შეხედულებათა, შეფასებათა და წარმოდგენათა სისტემა მსოფლიოსა და მასში ადამიანის ადგილის, გარემოსთან და საკუთარ თავთან ადამიანის საერთო ურთიერთობის შესახებ. ასევე ამ შეხედულებებით განპირობებული ადამიანთა ცხოვრებისეული პოზიციები, მათი რწმენა, იდეალები, პრინციპები, საქმიანობა და ფასეულობითი ორიენტაციები. მსოფლმხედველობა ადამიანთა საქმიანობას აძლევს მეტ ორგანიზებას, გააზრებას და მიზანმიმართულ ხასიათს. როგორიცაა პოზიცია „მე“, ასეთივეა მსოფლიოს აღქმა, აღნიშნა ჟან-პოლ სარტრიმ.