მასკატი
From Wikipedia, the free encyclopedia
მასკატი (არაბ. - مسقط, Masqaṭ) — ომანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
მასკატი مسقط | |||
| |||
ქვეყანა | ომანი | ||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||
კოორდინატები | 23°36′31″ ჩ. გ. 58°35′31″ ა. გ. | ||
ფართობი | 3,500 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 69 მეტრი | ||
მოსახლეობა | 731,730 კაცი (2008) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
ოფიციალური საიტი | omanet.om | ||
სტატისტიკისა და ინფორმაციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით მუსკატის მოსახლეობა 2018 წელს 1.4 მილიონი ადამიანი იყო. მეტროპოლიტენის არეალი მოიცავს დაახლოებით 3.500 კვადრატულ კილომეტრს (1.400 კვ.მილი). ქალაქი ექვს პროვინციადაა დაყოფილი, რომელსაც ადგილობრივები ვუილაიატს უწოდებენ. ის პირველი საუკუნიდან ცნობილია, როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო პორტი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. მასკატს მრავალი დამპყრობელი მართავდა, რომელთა შორისა: სპარსელები, პორტუგალელები და ოსმალები. მე -18 საუკუნეში, მუსკატის გავლენა აღმოსავლეთ აფრიკასა და ზანზიბარშიც კი გავრცელდა. როგორც ომანის ყურის მნიშვნელოვანმა საპორტო ქალაქმა, მასკატმა მრავალი უცხოელი ვაჭრისა და დამპყრობლის ყურადღება მიიპყრო. 1970 წელს მასკატში სწრაფი ინფრასტრუქტურული განვითარება დაიწყო, რამაც ძლიერი ეკონომიკისა და მრავალეთნიკური საზოგადოების ჩამოყალიბება გამოიწვია. მასკატი მოიხსენიება, როგორც გლობალური ქალაქი.
კლდოვანი ალ-ჰაჯარის მთები მუსკატის ლანდშაფტს განაპირობებს. ქალაქი მდებარეობს არაბეთის ზღვასა და ომანის ყურის სანაპიროებზე. მის სიახლოვესაა ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე. მასკატის ურბანულ ლანდშაფტს თეთრი ფერის დაბალი ნაგებობები წარმოადგენენ. მუტტრაჰის ნავსადგური ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. მასკატის ეკონომიკაში დომინირებს ვაჭრობა, ნავთობ-პროდუქტები და ბუნებრივი აირი.