მალე
From Wikipedia, the free encyclopedia
მალე (მალდ. މާލެ) — მალდივის კუნძულების უდიდესი ქალაქი და ამავდროულად დედაქალაქი. მოსახლეობა 215 872 კაცი. მალე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქია.
ქალაქი | |
---|---|
მალე Malé | |
ქვეყანა | მალდივის კუნძულები |
დაქვემდებარება | დედაქალაქი |
კოორდინატები | 4°10′00″ ჩ. გ. 73°30′00″ ა. გ. |
ფართობი | 5.8 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2 მეტრი |
მოსახლეობა | 104,403 კაცი (2006) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 |
მდებარეობს სამხრეთ სანაპიროზე ჩრდილოეთ მალეს ატოლისა, რომელიც კააფუს ატოლის შემადგენლობაშია. ადმინისტრაციულად ქალაქი განლაგებულია ოთხ კუნძულზე: ცენტრალური, აეროპორტის კუნძული და კიდევ ორი კუნძული. მალეს პოლიტიკურ ცხოვრებას მართავს ქალაქის საბჭო.
ტრადიციულად ის მეფის კუნძული იყო, მალდივის სასულთნოს სამეფო დინასტიების უმრალესობა, სწორედ მალედან იყო წარმოდგენილი. აქვე მდებარეობდა მთავარი სასახლეც.
მალდივის კუნძულებზე სასულთნო 1153 წელს დაარსდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული მმართველობითი ორგანოები მდებარეობდა მალეზე, მათ შორის, სულთნის რეზიდენციაც.
შუა საუკუნეებში ქალაქს შემოარტყეს გალავანი, რომლის განსაზღვრულ ადგილას იყო კარიბჭე. ასევე მალეში აშენდა სხვადასხვა სახის ციხესიმაგრე, მათ შორის, ბასტიონი, რომლებიც განადგურდა მონარქიის დამხობის შედეგად პრეზიდენტ იბრაჰიმ ნასირის ბრძანებით 1970-იანი წლების დასაწყისში, თუმცა აღსანიშნავია, რომ პარასკევის მეჩეთი ამ დროს არ დაზიანებულა. თანამედროვე მალე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. ასწლეულების განმავლობაში აქ მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები და ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენები.
კლიმატი
მალე განლაგებულია მუსონურ კლიმატურ ზონაში, მკვეთრად გამოხატული წვიმიანი სეზონით, რომელიც იწყება მაისში და მთავრდება დეკემბერში. მშრალი სეზონი 4 თვე გრძელდება. იმის მიუხედავად, რომ მალე მუსონურ კლიმატურ ზონაშია, ქალაქში ტემპერატურის მაჩვენებლები უმეტესწილად მუდმივია. შეესაბამება იმ ტემპერატურულ მაჩვენებლებს, რაც დამახასიათებელია ეკვატორულ კლიმატურ ზონაში მდებარე დასახლებებისათვის. საშუალო მაქსიმალურია 30 °C, ხოლო საშუალო მინიმალურია 26 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 1901 მმ.