ლუდოვიკო სფორცა
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუდოვიკო სფორცა (იტალ. Ludovico Sforza; დ. 27 ივლისი, 1452 — გ. 27 მაისი, 1508), მეტსახელად მავრი — სფორცას დინასტიის წარმომადგენელი. მილანის ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი ცოლის, ბიანკა მარია ვისკონტის ვაჟი. მილანის რეგენტი 1481-94 და ჰერცოგი 1494-99 წლებში. თავისი მმართველობის პერიოდში მფარველობდა ლეონარდო და ვინჩისა და სხვა ხელოვანებს, რამაც ხელი შეუწყო მილანში რენესანსის განვითარებას. სწორედ მისი დაკვეთით შეასრულა და ვინჩიმ თავისი სახელგანთქმული ტილო „საიდუმლო სერობა“. თუმცა 1499 წელს იტალიური ომების დროს, საფრანგეთის მეფე ლუი XII-მ ლუდოვიკო ტახტიდან ჩამოაგდო და საფრანგეთში დაატყვევა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
სწრაფი ფაქტები ლუდოვიკო სფორცა, მილანის ჰერცოგი ...
ლუდოვიკო სფორცა | |
---|---|
მილანის ჰერცოგი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 ოქტომბერი, 1494 |
მმართ. დასასრული: | 6 სექტემბერი, 1499 |
წინამორბედი: | ჯან გალეაცო სფორცა |
მემკვიდრე: | ლუი XII ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 27 ივლისი, 1452 |
დაბ. ადგილი: | პავია, მილანის საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 27 მაისი, 1508, (55 წლის) |
გარდ. ადგილი: | ენდრი და ლუარა, საფრანგეთის სამეფო |
მეუღლე: |
ბეატრიჩე დ’ესტე (ქ. 1491 - გარდ. 1497) |
შვილები: |
მასიმილიანო, მილანის ჰერცოგი ფრანჩესკო II, მილანის ჰერცოგი ჯოვანი, კარავაჯოს მარკიზი ბიანკა |
დინასტია: | სფორცები |
მამა: | ფრანჩესკო I, მილანის ჰერცოგი |
დედა: | ბიანკა მარია ვისკონტი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა