კორეული დამწერლობა
From Wikipedia, the free encyclopedia
კორეული დამწერლობა, ჰანგილი (კორ. 한글) ან ჩოსონგილი (კორ. 조선글) — კორეული ენის ანბანი, რომელმაც კორეაში ჩინეთიდან შემოსული არაანბანური ჰანჯა შეცვალა.
სწრაფი ფაქტები კორეული დამწერლობა ...
კორეული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | კორეული ენა | |
შექმნა | სეჯონ დიდი | |
დროის პერიოდი: | 1444-დან დღემდე | |
წინამორბედი დამწერლობები: | artificial script კორეული დამწერლობა | |
ISO 15924 კოდი: | Hang | |
დახურვა
ჰანგილი არის ფონეტიკური ანბანური დამწერლობა, მაგრამ მას მარცვლოვანი დამწერლობის გავლენაც ეტყობა, რაც ასოების მარცვლოვან ბლოკებში გაერთიანებაში გამოიხატება. ანბანი შედგება 14 თანხმოვნისგან და 10 ხმოვნისგან. ჰანგილი ფონეტიკური დამწერლობაა, ანუ ყოველ ბგერას თითო ასო შეესაბამება. ასოთა მოხაზულობა შემუშავდა სხვა დამწერლობებისგან დამოუკიდებლად.