ბღენო-ნორავანქი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბღენო-ნორავანქი (სომხ. Բղենո-Նորավանք) — XI საუკუნის მონასტერი სომხეთში. მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში. მონასტერი შედგება მცირე ეკლესიისაგან, რომელიც დათარიღებულია 1062 წლით. იგი მდიდარია ორნამენტებით და ბიბლიური პერსონაჟების გამოსახულებებით. მონასტრის ნანგრევები ხელახლა აღმოაჩინა აკსელ ბაკუნცმა 1920-იან წლებში, ერთ-ერთი მოგზაურობის დროს.