აღმოსავლეთი ტიმორი
From Wikipedia, the free encyclopedia
აღმოსავლეთი ტიმორი ან აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა – სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. უჭირავს კუნძულ ტიმორის აღმოსავლეთი ნაწილი და ექსკლავი კუნძულის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი დილი. ქვეყნის ტერიტორია დაახლოებით მოიცავს 15 007 კვადრატულ კილომეტრს.
აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა Repúblika Demokrátika Timór Lorosa'e República Democrática de Timor-Leste აღმოსავლეთი ტიმორი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
დევიზი: Unidade, Acção, Progresso | ||||||
ჰიმნი: Pátria |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | დილი 8°34′ ს. გ. 125°34′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ტეტუმი, პორტუგალიური | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ფრანსიშკუ გუტერიში | ||||
- | პრ.-მინისტრი | ტაურ მატან რუაკი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 15 410 კმ2 (158-ე) | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2015 შეფასებით | 1 183 643 (155-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 64 კაცი/კმ2 (132-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2005 შეფასებით | |||||
- | სულ | $2.18 მილიარდი (206-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $800 (188-ე) | ||||
აგი (2007) | 0.514 (საშუალო) (150-ე) | |||||
ვალუტა | ამერიკული დოლარი (USD ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC +09:00 | |||||
ქვეყნის კოდი | TLS | |||||
Internet TLD | .tl | |||||
სატელეფონო კოდი | 670 |
მე-16 საუკუნეში, აღმოსავლეთ ტიმორი, კოლონიზირებულ იქნა პორტუგალიის მიერ და ცნობილი იყო, როგორც პორტუგალიის ტიმორი, 1975 წლის 28 ნოემბრამდე, როცა რევოლუციურმა ფრონტმა, აღმოსავლეთ ტიმორის ტერიტორია, დამოუკიდებლად გამოაცხადა. ცხრა დღის შემდეგ, ინდონეზიელი სამხედროები შეიჭრნენ და მოახდინეს ტერიტორიის ოკუპაცია. შემდეგ წელს, ინდონეზიის 27-ე პროვინციად გამოცხადდა. ინდონეზიური ოკუპაცია ხასიათდებოდა უაღრესად ძალადობრივი კონფლიქტებით, სეპარატისტულ ჯგუფებსა და ინდონეზიის სამხედროებს შორის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა.
1999 წელს, გაეროს თვითგამორკვევის აქტის ფარგლებში, ინდონეზიამ ტერიტორიის კონტროლზე უარი თქვა. როგორც 'ტიმორ ლესე', იგი გახდა 21-ე საუკუნის პირველი სუვერენული სახელმწიფო, 2002 წლის 20 მაისს და შეუერთდა გაეროს და პორტუგალიური ენების ქვეყნების საზოგადოებას. 2011 წელს, ტიმორმა დააანონსა, სამხრეთ-აზიის ერების ასოციაციის (ASEAN), მე-11 წევრად გახდომა.