Unreal Engine
From Wikipedia, the free encyclopedia
Unreal Engine — თამაშის ძრავა, რომელიც შემუშავებულია კომპანია Epic Games-ის მიერ. მისი შესაძლებლობები პირველად 1998 წელს გამოსულმა თამაშმა Unreal-მა გვაჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ძრავა შექმნილი იყო პირველი პირის შუთერის სტილის თამაშებისთვის, არსებობს MMORPGs და RPGs სტილის თამაშები, რომლებიც Unreal-ს იყენებენ. კოდირება C++ პროგრამული ენით ხდება, რაც კიდევ უფრო პორტაბელურსა და უნივერსალურს ხდის მას. ძრავი ადვილად ხელმისაწდომმა ხელსაწყოებმა გაყიდვადი გახადა. მას დღეს უამრავი დეველოპერი იყენებს. ძრავის მეოთხე ნაწილს დაემატა Blueprint სისტემა, რომელიც დიზაინერებს აძლევს თამაშის კონკრეტული მექანიკების სწრაფად და მარტივად ჩაშენების შესაძლებლობას. ამისთვის რაიმე პროგრამირების ენის ცოდნა საჭირო არ არის.
Unreal Engine | |
---|---|
მწარმოებელი | Epic Games |
გამოვიდა | 1998 |
საიტი | unrealengine.com |
დღესდღეობით ძრავის ბოლო ვერსიაა Unreal Engine 4, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. 2015 წლიდან მისი გადმოწერა უფასოდ გახდა შესაძლებელი. Epic ნებას რთავს ნებისმიერ მომხმარებელს, გამოიყენონ ძრავი კომერციული მიზნით იმ პირობით, თუ შექმნილი პროდუქტის გაყიდვებიდან მიღებული სარგებლის 5% გადაიხდიან.
ეპიკმა ახალი, Unreal Engine 5-ის გამოსვლა 2021 წლის ბოლოსთვის დაანონსა.