Sega-ს ვიდეო თამაშების კონსოლების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
Sega არის ვიდეო თამაშებისა და აპარატურის მწარმოებელი იაპონური კომპანია შტაბ-ბინით ტოკიოში, იაპონია. ოფისები განლაგებულია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. სეგამ სახლის ვიდეო თამაშებისა და პორტატიული კონსოლების წარმოებას შეუდგა 1983 წლიდან და უშვებდა მესამე თაობიდან მოყოლებული მეექვსე თაობამდე. კომპანია ჩამოყალიბდა სლოტ აპარატების მწარმოებლის, Service Game-ისა და არკადული თამაშების შემქმნელის, Rosen Enterprises-ის შერწყმის შედეგად და ქმნიდა არკადულ თამაშებს შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში. არკადული ინდუსტრიის ვარდნის შემდეგ, 1980-იან წლებში კომპანიამ დაიწყო ვიდეო თამაშებისა და კონსოლების შემუშავება-გამოცემა.[1] სეგას პირველი სახლის კონსოლი იყო SG-1000 გამოსული 1993 წელს მხოლოდ იაპონიაში. კომპანიამ ამავე რეგიონში შეიმუშავა კონსოლის რამდენიმე ვერსია, რომელთაგანაც მესამე, Sega Mark III რემარკირებული იქნა, როგორც Master System და მსოფლიოს მოევლინა 1985 წელს. ამას მოჰყვა რიგით მესამე კონსოლის, Mega Drive-ის გამოცემა (ჩრდილოეთ ამერიკაში ცნობილია Genesis-ით), დამატებით აქსესუარებთან ერთად მოყოლებული 1988 წლიდან, შემდეგ მოიდიან: Game Gear-ის პორტატიული კონსოლი (1990), Sega Saturn (1994) და ბოლოს Dreamcast (1988).
სეგას მთავარი კონკურენტი სათამაშო კონსოლების ინდუსტრიაში იყო კომპანია Nintendo, თუმცა გაყიდვების მხრივ სეგა ყოველთვის ჩამოუარდებოდა ნინტენდოს (ზოგიერთი რეგიონის გამოკლებით). მისი შემდგომი რამდენიმე კონსოლი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა; ფინანსურმა პრობლემებმა და უკანასკნელი კონსოლის, Dreamcast-ის ჩავარდნამ აიძულა დაეტოვებინა კონსოლების ბაზარი და ორიენტაცია მოეხდინა მხოლოდ ვიდეო თამაშებზე.[2] ერთადერთი კონსოლი, რომელსაც იგი 2005 წლამდე უშვებდა ეს იყო Advanced Pico Beena. სეგას კონსოლების მესამე მხარის ვარიანტები იქმნებოდა ლიცენზირებული მწარმოებლების მიერ, მას შემდეგაც, რაც ორიგინალი კონსოლების გამოშვება შეწყდა. ამათგან უმეტესი ნაწილი იქმნებოდა ბრაზილიაში, სადაც Master System-ისა და Genesis-ის ვარიანტები კვლვა იწარმოება და პოპულარულია.
კონსოლი | გამოშვების თარიღი | შეწყდა | თაობა | შენიშვნები | სურათი |
---|---|---|---|---|---|
SG-1000 | 1983-07-15 იაპ 15 ივლისი, 1983[3] | 1984-07 იაპ ივლისი, 1984[4] | 3 მესამე |
|
|
SG-1000 II | 1984-07 იაპ ივლისი 1984[4] | 1985-10 იაპ ოქტომბერი, 1985[4] | 3 მესამე | ||
Master System | 1985-10 იაპ ოქტომბერი, 1985[9] | 1989 იაპ 1989[10] ჩრდ.ამ. 1992[11] ევრ 1996[12] | 3 მესამე |
|
|
Mega Drive | 1988-10-29 იაპ 29 ოქტომბერი, 1988[15] ჩრდ.ამ. 14 აგვისტო, 1989[16] ევრ 30 ნოემბერი, 1990[15] | 1997 WW 1997[17][18] | 4 მესამე |
|
|
Game Gear | 1990-10-06 იაპ 6 ოქტომბერი, 1990[25] ჩრდ.ამ. 26 აპრილი, 1991[26] ევრ 26 აპრილი, 1991[26] | 1996 იაპ 1996[27] ჩრდ.ამ. 30 აპრილი, 1997[27] ევრ 30 აპრილი, 1997[27] | 4 მეოთხე |
|
|
Sega CD | 1991-12-12 იაპ 12 დეკემბერი, 1991[29] ჩრდ.ამ. 15 დეკემბერი, 1992[30] ევრ 1993[31] | 1996 WW 1996[32] | 4 მეოთხე | ||
Sega Pico | 1993-06-26 იაპ 26 ივნისი, 1993[35] ჩრდ.ამ. ნოემბერი, 1994[36] | 1998 იაპ 2005[37] ჩრდ.ამ. თებერვალი, 1998[38] ევრ 1997[39] | 4 მეოთხე | ||
32X | 1994-11-21 იაპ 3 დეკემბერი, 1994[42] ჩრდ.ამ. 21 ნოემბერი, 1994[43] ევრ იანვარი, 1995[44] | 1996 WW 1996[45] | 4 მეოთხე |
|
|
Sega Saturn | 1994-11-22 იაპ 22 ნოემბერი, 1994[46] ჩრდ.ამ. 11 მაისი, 1995[47] ევრ 8 ივლისი, 1995[48] | 1998 WW 1998[49] | 5 მეხუთე |
|
|
Dreamcast | 1998-11-27 იაპ 27 ნოემბერი, 1998[52] ევრ 14, ოქტომბერი, 1999[53] | 2001-03-30 WW 30 მარტი, 2001[54] | 6 მეექვსე |
|
|
Advanced Pico Beena | 2005-08-06 იაპ 6 აგვისტო, 2005[37] | N/A | 6 მეექვსე |