Game Boy-ის ოჯახი
მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თაობების პორატიული ვიდეო თამაშების კონსოლების ხაზი. / From Wikipedia, the free encyclopedia
Game Boy-ის ოჯახი — მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თაობების პორატიული ვიდეო თამაშების კონსოლების ხაზი, შექმნილი, წარმოებული და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ. ხაზი მოიცავს Game Boy-ის, Game Boy Color-სა და Game Boy Advance-ს.[2][3]
Game Boy-ის ოჯახი | |
---|---|
ზედა:Game Boy-ის ლოგო ქვედა:Game Boy-ის ოჯახის ქრონოლოგია | |
შემქმნელი | Nintendo |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა |
მეოთხე თაობა მეხუთე თაობა მეექვსე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1989; 35 წლის წინ (1989)[1] |
შეწყდა | 2008; 16 წლის წინ (2008) |
გაიყიდა | 200.20 მილიონი |
მედია |
|
წინა | Game & Watch |
შემდეგი | Nintendo DS-ის ოჯახი |
ოჯახს საფუძველი ჩაეყარა 1989 წელს, მას შემდეგ რაც ბაზარზე გამოჩნდა 8-ბიტიანი პორტატიული კონსოლი Game Boy, რომელიც შეიმუშავა Game & Watch-ის სერიის შემქმნელთა ჯგუფმა.[4] ათი წლის შემდეგ, 1998 წელს კომპანიამ გამოუშვა Game Boy Color — რიგით მეორე სისტემა ოჯახიდან, ხოლო ამას მოჰყვა მესამე კონსოლის, Game Boy Advance-ის გამოშვება 2001 წელს, რომელიც დაფუძნებული იყო 32-ბიტიან არქიტექტურაზე.
ორიგინალი Game Boy-ის (იაპონ. ゲームボーイ) და Game Boy Color-ის ერთიანი გაყიდვები შეადგენს 118.69 მილიონ ერთეულს, Game Boy Advance-ის — 81.51 მილიონს, ხოლო სამივეს გაყიდვები ჯამში უდრის 200.20 მილიონს.[5][6]
2004 წელს Nintendo-მ დაიწყო [Nintendo DS-ის ხაზის გამოშვება, რომელიც იწარმოებოდა 2015 წლამდე. მოგვიანებით Virtual Console-ის სერვისის საშუალებით Game Boy-ის ოჯახის თამაშები გამოვიდა Nintendo-ს ახალ კონსოლებზე — Nintendo 3DS, Wii U-სა და Nintendo Switch-ზე. 2008 წელს დასრულდა Game Boy-ის ხაზის კონსოლების წარმოება.[7]