ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია (ინგლ. Hollywood Foreign Press Association, HFPA) — ჟურნალისტთა[2] და ფოტოგრაფთა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აშუქებს ამერიკის გასართობი ინდუსტირიის მოვლენებს უცხოური საინფორმაციო გამოცემებისთვის (გაზეთები,[3] ჟურნალები, ტელევიზია, რადიო). ასოციაცია აერთიანებს 90 წევრს 55 ქვეყნიდან.
სწრაფი ფაქტები ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია, შეიქმნა ...
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია | |
---|---|
ინგლ. Hollywood Foreign Press Association | |
შეიქმნა | 1943; 81 წლის წინ (1943) |
სტატუსი | აქტიური |
ტიპი | არაკომერციული ორგანიზაცია |
მდებარეობა | აშშ |
პრეზიდენტი | მეჰერ ტატნა[1] |
ქვეყანა | აშშ |
ოფიციალური |
დახურვა
ორგანიზაცია დაარსდა 1943 წელს ლოს-ანჯელესში,[4] უცხოელი ჟურნალისტების მიერ, რომლებსაც სურდათ, რომ აშშ-ის ბაზრის გარეთ კინოსიახლეების გავრცელების პროცესი ყოფილიყო უფრო ორგანიზებული.[4][5] 1944 წლიდან სწორედ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ატარებს ოქროს გლობუსის ყოველწლიურ დაჯილდოებას ლოს-ანჯელესში, სადაც ავლენენ საუკეთესო კინოფილმებსა და ტელესერიალებს.[6][7]