ჰირშჰორნის მუზეუმი და სკულპტურის ბაღი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰირშჰორნის მუზეუმი და სკულპტურის ბაღი — ხელოვნების მუზეუმი ეროვნული ცენტრის გვერდით, მდებარეობს ვაშინგტონში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. მუზეუმი შეიქმნა არქიტექტორ გორდონ ბუნშაფტის მიერ და არის ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტის ნაწილი. თავიდანვე ჩაფიქრებული იყო რომ შექმნილიყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ამჟამად მუზეუმი ფოკუსირებულია მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შექმნილი ნამუშევრების შესყიდვასა და გამოფენაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ხელოვნებაზე, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში შეიქმნა.[2]
სწრაფი ფაქტები ჰირშჰორნის მუზეუმი და სკულპტურის ბაღი, დაარსდა ...
ჰირშჰორნის მუზეუმი და სკულპტურის ბაღი | |
---|---|
ინგლ. Hirshhorn Museum | |
38°53′17″ ჩ. გ. 77°01′22″ დ. გ. | |
დაარსდა | 1974 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ვაშინგტონი |
კლასიფიკაცია | ხელოვნების მუზეუმი |
ვიზიტორები | 1.1 მილიონი (2017)[1] |
ოფიციალური საიტი | http://hirshhorn.si.edu/ |
დახურვა
ჰირშჰორნის მუზეუმი მდებარეობს ვაშინგტონის ძეგლსა და აშშ-ს კაპიტოლიუმის შუა ნაწილში, ეგრეთ წოდებული L'Enfant ღერძის ყველაზე სამხრეთ ბოლოში (მოლის მწვანე ხალიჩის პერპენდიკულარულად).