ჰიზერ გრემი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰიზერ ჯოან გრემი ((ინგლ. Heather Graham დაიბადა 29 იანვარი, 1970. მილუოკი, ვისკონსინი) - ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და მწერალი. სატელევიზიო სარეკლამო რგოლებში გამოჩენის შემდეგ, მხატვრულ ფილმებში მისი პირველი მთავარი როლი იყო თინეიჯერულ კომედიაში License to Drive (1988), რასაც შემდეგ მოჰყვა კრიტიკოსებისგან აღიარებული ფილმი Drugstore Cowboy (1989).[1] მან ითამაშა როლები ფილმებში, როგორიცაა Six Degrees of Separation (1993), Swingers (1996) და ტელე-სერიალში Twin Peaks (1991). მან კრიტიკული დიდება მოიპოვა როლისთვის ფილმში Boogie Nights.[2] ამან გამოიწვია მთავარი როლები Bowfinger -სა(1999) და Austin Powers: The Spy Who Shagged Me - ში (1999).
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ჰიზერ გრემი}} |
漢>ა A>ა | ეს სტატია/სექცია ქართულ ენაზე თარგმნის პროცესშია. თუ ფლობთ ამ ენას, თქვენც შეგიძლიათ მონაწილეობის მიღება. |
ჰიზერ გრემი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
29 იანვარი, 1970 (1970-01-29) (54 წლის) მილუოკი, ვისკონსინი, კანადა |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1981 – დღემდე |
მეუღლე(ები) | Yaniv Raz |
გრემს მთავარი როლები ჰქონდა ფილმებში "ეს ასე არ არის" (2001) და "ჯოჯოხეთიდან" (2001). შემდეგ მან განაგრძო მეორეხარისხოვანი როლების თამაში ფილმებში "მერი" (2005), "Hangover" (2009) და მისი გაგრძელებ იყო, "The Hangover Part III" (2013) ), ნებისმიერ ფასად (2012) და Horns (2013). მას ჰქონია როლები სატელევიზიო სერიალებში, როგორიცაა სკრაბსი (2004) და Californication(2014).
პერსონაჟების სექსუალური მიმზიდველობით გამოსახვისთვის, იგი ხშირად ჩნდება ჟურნალების "ყველაზე ლამაზი" და "ყველაზე სექსუალური" ქალების სიებში.[3] გრემი არის ბავშვთა საერთაშორისო ორგანიზაციის ადვოკატი[4] და მან მხარი დაუჭირა კლიმატის ცვლილების კამპანიას Global Cool 2007 წელს.[5]