ჰენრი ფორდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი ფორდი (ინგლ. Henry ford; დ. 30 ივნისი, 1863 — გ. 7 აპრილი, 1947) — ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი. მუშაობა დაიწყო დეტროიტის საავტომობილო მაღაზიაში. 1893 წელს შექმნა საკუთარი მანქანის მოდელი. 1903 წელს დააფუძნა „ფორდის ავტოკომპანია“. 1909 წელს მისმა კომპანიამ იმდენად განავითარა საავტომობილო წარმოება, რომ დაიწყო მანქანების მასობრივი წარმოება და რევოლუცია მოახდინა სამანქანო ინდუსტრიაში. ფორდის მანქანა ამერიკაში ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა გახდა.
ჰენრი ფორდი Henry ford | |
---|---|
ფორდი 1919 წელს | |
დაბადების თარიღი |
30 ივლისი, 1863 გრინფილდ-ტაუნშიპი[1], მიჩიგანი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
7 აპრილი, 1947 (83 წლის) დირბორნი, მიჩიგანი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ქონება | $188.1 მილიარდი (Forbes-ის 2008 წლის თებერვლის მონაცემზე დაყრდნობით) |
ცნობილია როგორც | Ford Motor Company-ის დამფუძნებელი |
რელიგია | ეპისკოპალური ეკლესია |
მეუღლე(ები) | კლარა ჯეინ ბრაიანტი |
შვილ(ებ)ი | ედსელ ფორდი |
მშობლები |
მამა: უილიამ ფორდი დედა: მერი ფორდი |
ხელმოწერა |
ჰენრი ფორდმა 57 წლის ასაკში საკუთარი ქონება 188,1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა. ჰენრის იცნობს ყველა იმიტომ, რომ სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას.
მისი მშობლები ფერმერები იყვნენ, თუმცა ახალგაზრდა ფორდი მალევე მიხვდა, რომ მას ნამდვილად არ სურდა მთელი ცხოვრება მინდორში მუშაობაში გაეტარებინა, მით უმეტეს, რომ ბავშვობიდანვე საინჟინრო საქმე იტაცებდა. 12 წლის ჰენრიმ სახლი დატოვა და ქარხანაში მექანიკოსად დაიწყო მუშაობა, 28 წლის კი ტომას ედნისონის კომპანიაში მოეწყო, სადაც ძრავასთან დაკავშირებული პირველი ექსპერტიმენტები ჩაატარა. 36 წლის ჰენრიმ თავისი პირველი საავტომობილო კომპანია Detroit Automobile Company გახსნა, რომელიც ორი წლის შემდეგ გაკოტრდა. მოგვიანებით ფორდმა პარტნიორთან ლელანდთან ერთად Henry Ford Company დააარსა. მალევე დამფუძნებლებს შორის უთანხმოება მოხდა და შედეგად, ფორდმა ეს კომპანია დატოვა. ლელანდმა კი მას სახელი გადაარქვა და Cadillac უწოდა. ფორდის მესამე კომპანია წარმატებული გამოდგა, მისი დამფუძნებელი კი ავტომანქანათმშენებლობის ისტორიაში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც კონვეინერი მასობრივ წარმოებაში პირველად დანერგა, ხოლო Ford-ის ავტომობილები ლეგენდარულად აქცია.
1945 წლის სექტემბერს გავიდა პენსიაზე, ხოლო 1947 წლის 7 აპრილს, 83 წლის ასაკში ჰენრი ფორდი გარდაიცვალა თავის ტვინში სისხლის ჩაქცევით. დასაფლავებულია ფორდის საგვარეულო სასაფლაოზე, დეტროიტში [2][3].