ჰენრი კევილი
მსახიობი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჰენრი უილიამ დალგლიშ კევილი (ინგლ. Henry William Dalgliesh Cavill; /ˈkævəl/; დ. 5 მაისი, 1983, სენტ-ჰელიერი) — ბრიტანელი კინო- და ტელემსახიობი.[2][3][4] 2013 წელს ჟურნალმა „გლამურმა“ იგი „მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად“ დაასახელა.[5]
ჰენრი კევილი | |
---|---|
კევილი 2019 წელს. | |
მშობლიური სახელი | Henry Cavill |
დაბადების სახელი | ჰენრი უილიამ დალგლიშ კევილი |
დაბადების თარიღი |
5 მაისი, 1983 (1983-05-05) (40 წლის) სენტ-ჰელიერი, ჯერზი |
რეზიდენცია | სამხერთი კენსინგტონი, ლონდონი, ინგლისი |
მოქალაქეობა | გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2001-დღემდე |
სიმაღლე | 1.91 სმ[1] |
ხელმოწერა |
ჰენრი კევილი დაიბადა სენტ-ჰელიერში, ჯერზიში (ნორმანდიის კუნძულები),[6] კოლინ კევილისა და მარიანა დალგლიშის ოჯახში.[7] სწავლობდა წმინდა მიქაელის მოსამზადებელ სკოლაში, შემდეგ სწავლა განაგრძო სტოუს სკოლაში.[8]
მისი დებიუტი კინოში შედგა 2001 წელს ფილმში „ლაგუნა“. 2002 წელს მონაწილეობდა ფილმში „გრაფი მონტე კრისტო“, 2003 წელს კი — „მე დავიპყარი სასახლე“. მოგვიანებით გამოჩნდა რამდენიმე ტელესერიალში, მათ შორის — BBC-ის „ინსპექტორ ლინლის საიდუმლოებანი“, ITV-ის „წმინდა ინგლისური მკვლელობები“ და „Showtime-ის „ტიუდორები“. მას შემდეგ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჰოლივუდურ ფილმში, როგორებიცაა „ტრისტანი და იზოლდა“ (2006), „ვარსკვლავური მტვერი“ (2007), „მეწამული ნაკადული“ (2009) და „ღმერთების ომი: უკვდავები“ (2011).[9]
კევილმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა სუპერმენის როლის განსახიერებით DC-ის გაფართოებული სამყაროს ფილმებში: „ფოლადის ადამიანი“ (2013), „ბეტმენი სუპერმენის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟი“ (2016) და „სამართლიანობის ლიგა“ (2017). 2018 წელს მიიღო როლი ფილმში „შეუსრულებელი მისია: მემკვიდრეობა“. 2018 წელს ცნობილი გახდა, რომ კევილი განსახიერებს გერალტ რივიელის როლს Netflix-ის ტელესერიალში „მხედვარი,[10][11] რომელიც გამოვდა 2019 წელს.
2014 წელს გადაეცა MTV Movie & TV Awards-ის ჯილდო,[12] აგრეთვე სხვადასხვა დროს ნომინირებული იყო სხვადასხვა კინოდაჯილდოების ცერემონიებზე. კევილი არის ჯერალდ დარელის სახელობის ველური ბუნების დაცვის ფონდის წარმომადგენელი.[13]