ავსტრალიელი კინორეჟისორი From Wikipedia, the free encyclopedia
ჯორჯ მილერი (ინგლ. George Miller); დ. 3 მარტი, 1945) — ავსტრალიელი კინორეჟისორი, სცენარისტი, კინოპროდიუსერი და ექიმი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია ფილმების სერიით „შეშლილი მაქსი“. სერიიდან ორი ფილმი „გზის მეომარი“ და „მრისხანების გზა“ აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ფილმებად მის ჟანრში. მილერი ჩართულია სხვადასხვა პროექტებშიც, მათ შორის არის ოსკაროსანი ფილმის „ოთხფეხა პატარა“ და ფილმების სერიის „ბედნიერი თათები“ რეჟისორი.
ჯორჯ მილერი | |
---|---|
მილერი 2017 წლის 12 ივლისს სიდნეიში, ავსტრალიაში | |
მშობლიური სახელი | George Miller |
დაბადების თარიღი |
3 მარტი, 1945 ბრიზბენი, კუინზლენდი, ავსტრალია |
ეროვნება | ავსტრალიელი |
ალმა-მატერი | ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი, ექიმი |
აქტიური | 1970-დღემდე |
ცნობილი ნაშრომები | „შეშლილი მაქსი“, „ბედნიერი თათები“, „ოთხფეხა პატარა“ |
მეუღლე(ები) |
სენდი გორი (1985-1992) მარგარეტ სიქსელი (1995) |
დაიბადა ბრიზბენში, კუინზლენდში, ბერძენი ემიგრანტების ოჯახში. ჯორჯი სწავლობდა იპსუიჩის გრამატიკის სკოლაში, შემდეგ სიდნეის საშუალო სკოლაში.[1] სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტში. პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „შეშლილი მაქსი“ გადაიღო 1979 წელს, რომელსაც დიდი წარმატება ჰხვდა წილად.
მილერი არი ფილმების მწარმოებელი კომპანიის, Kennedy Miller Mitchell-ის თანადამაარსებელი (ადრე ცნობილი როგორც Kennedy Miller, and Dr. D Studios).
2006 წელს მილერს გადაეცა ოსკარის ჯილდო ფილმისთვის „ბედნიერი თათები“. აგრეთვე მიღებულია აქვს ოსკარის 5 ნომინაცია: ორიგინალური სცენარისთვის (1992), საუკეთესო სურათისთვის, ადაპტირებული სცენარისთვის (1995), საუკეთესო სურათისა და რეჟისორისთვის (2015).[2]
წელი | სახელი | მშობლიური სახელი | ||||
---|---|---|---|---|---|---|
რეჟისორი | სცენარისტი | პროდიუსერი | სხვა | |||
1979 | „შეშლილი მაქსი“ | Mad Max | დიახ | დიახ | არა | არა |
1980 | „ჯაჭვური რეაქცია“ | The Chain Reaction | არა | არა | დიახ | დიახ |
1981 | „შეშლილი მაქსი 2“ | Mad Max 2 | დიახ | დიახ | არა | დიახ |
1983 | „ბინდის ზონა: ფილმი: ფილმი“ | Twilight Zone: The Movie | დიახ | არა | არა | არა |
1985 | „შეშლილი მაქსი 3“ | Mad Max Beyond Thunderdome | დიახ | დიახ | დიახ | არა |
1987 | „ისტვიკელი ალქაჯები“ | The Witches of Eastwick | დიახ | არა | არა | არა |
„გარდატეხის წელი“ | The Year My Voice Broke | არა | არა | დიახ | არა | |
1989 | „მკვდარი მორევი“ | Dead Calm | არა | არა | დიახ | დიახ |
1991 | „ფლირტი“ | Flirting | არა | არა | დიახ | არა |
1992 | „ლორენცოს ზეთი“ | Lorenzo's Oil | დიახ | დიახ | დიახ | არა |
1995 | „ოთხფეხა პატარა“ | Babe | არა | დიახ | დიახ | არა |
1998 | „გოჭი ქალაქში“ | Babe: Pig in the City | დიახ | დიახ | დიახ | არა |
2006 | „მოკურცხლე“ | Happy Feet | დიახ | დიახ | დიახ | არა |
2011 | „მოკურცხლე 2“ | Happy Feet Two | დიახ | დიახ | დიახ | არა |
2015 | „შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ | Mad Max: Fury Road | დიახ | დიახ | დიახ | არა |
TBA | „შეშლილი მაქსი 5 “ | Mad Max: Fury Road | დიახ | დიახ | დიახ | არა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.