ჯიროლამო სავონაროლა
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯიროლამო სავონაროლა (იტალ. Girolamo Savonarola; დ. 21 სექტემბერი, 1452 — გ. 23 მაისი, 1498) — იტალიელი ფანატიკოსი, დომინიკელთა ორდერის ბერი. რენესანსული ფლორენციის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი პოლიტიკური და სასულიერო ფიგურა. გაცხარებით ებრძოდა კათოლიკურ ეკლესიაში გამეფებულ კორუფციას, ფუფუნებას, სიმდიდრესა და ხელოვნებას. ვინაიდან ფლორენციის მმართველი მედიჩები დიდძალი ფულის პატრონები, ძალზედ მდიდარი, ფუფუნების მოყვარული და ხელოვნების მფარველები იყვნენ, ჯიროლამო მათ სატანის მოციქულებს ეძახდა. მალე მან დიდი გავლენა მოიპოვა ფლორენციელ ხალხზე და მათთან ერთად 1494 წელს დაამხო პიერო მედიჩის მმართველობა და მისი ოჯახი ქალაქიდან გააძევა. იგი აცხადებდა, რომ მალე ფლორენციას ახალ იერუსალიმად გადააქცევდა. ყოველივე ეს დიდად არ მოსწონდა რომის პაპ ალექსანდრე VI-ს, რომელიც მედიჩების მთავარი მოკავშირე იყო, ამიტომაც მან 1497 წელს კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთა ჯიროლამო, 1498 წელს კი საფრანგეთის მეფე შარლ VIII-ის დახმარებით მოახერხა მისი დაკავება და გასამართლება. კარდინალთა საბჭომ იგი ერეტიკოსად გამოაცხადა და 1498 წლის 23 მაისს ფლორენციის მთავარ მოედანზე იგი ცოცხლად დაწვეს. მიუხედავად ამისა, ფლორენციაში მედიჩებმა 1512 წლამდე ვერ შეძლეს დაბრუნება.
ჯიროლამო სავონაროლა | |
---|---|
ფლორენციის დე-ფაქტო მმართველი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 ნოემბერი, 1494 |
მმართ. დასასრული: | 23 მაისი, 1498 |
წინამორბედი: | პიერო მედიჩი |
მემკვიდრე: | პიერო სოდერინი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 სექტემბერი, 1452 |
დაბ. ადგილი: | ფერარა, იტალია |
გარდ. თარიღი: | 23 მაისი, 1498, (45 წლის) |
გარდ. ადგილი: | ფლორენცია, იტალია |
მამა: | ნიკოლო დელა სავონაროლა |
დედა: | ელენა ბონაკოლსი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |