ჯეკ უაიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეკ უაიტი (ინგლ. Jack White; დ. 9 ივლისი, 1975), ნამდვილი სახელი და გვარი ჯონ ანტონი გილსი (ინგლ. John Anthony Gillis) — ამერიკელი მუსიკოსი, ხმის პროდიუსერი და მსახიობი, ჯგუფ უაიტ სტრაიპსის (The White Stripes) გიტარისტი და ვოკალისტი. მას ხშირად ეძახიან „ჯეკ უაიტ III“-ს.
ჯეკ უაიტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ჯონ ანტონი გილსი |
დაბ. თარიღი | 9 ივლისი, 1975 |
დაბ. ადგილი | დეტროიტი, მიჩიგანი |
ჟანრ(ებ)ი | როკი, გარაჟ როკი, ბლუზ-როკი, პანკ ბლუზი, ალტერნატიული როკი, ბლუგრასი |
საქმიანობა | მუსიკოსი, კომპოზიტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, ხმის პროდიუსერი, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა, დასარტყამი პიანინო, ორგანი, ბას-გიტარა, მარიმბა, მანდოლინა |
აქტიური | 1990-დღემდე |
საიტი | jackwhiteiii.com |
ჯეკ უაიტი ვიკისაწყობში |
1990-იან წლებში ჯეკი იყო ქუჩის მუსიკოსი, უკრავდა დეტროიტში ძირითადად მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროპოლიტენში, დღის პატარა მონაკვეთში მუშაობდა ავეჯის გარე ნაწილის გადამკვრელად (რაღაც ეგეთზე). ჯეკმა 1997 წელს ამ დროისთვის ყოფილ ცოლთან მეგ უათან ერთად შექმნა ჯგუფი უაიტ სტრაიპსი (The White Stripes). ჯგუფს ჰქონდა რამდენიმე აღიარებული ალბომი, მესამე ალბომმა „White blood cells“ საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. ჯეკ უაიტი მე-17 ადგილზეა ჟურნალ როლინგ სტოუნის ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის სიაში. უაიტებს პოპულარობა და წარმატება მოუპოვა სხვადასხვა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან ბეკი, როლინგ სტოუნზი, ჯეფ ბეკი, ბობ დილანი და ლორიტა ლინი, რომლის 2004 წლის ალბომი ვენ ლირ როუზი გამოშვებული ჯეკ უაითის მიერ. 2005 წელს, ჯეკი გახდა ჯგუფი „რეკონტაუერსის“ (The Raconteurs) წევრი და 2009 წელს „დედ ვეზერის“ (The Dead Weather).