ხიდი მდინარე კვაიზე (ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ხიდი მდინარე კვაიზე — რეჟისორ დევიდ ლინის 1957 წელს გადაღებული ეპიკური საომარი ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პიერ ბულის მიერ 1952 წელს გამოქვეყნებულ იმავე სახელწოდების რომანზე. ფილმში მოქმედება 1942-1943 წლებში ბირმის რკინიგზის მშენებლობისას ვითარდება. მონაწილეობენ: ალეკ გინესი, უილიამ ჰოლდენი, ჯეკ ჰოკინსი და სესუ ჰაიაკავა.
„ხიდი მდინარე კვაიზე“ | |
---|---|
რეჟისორი | დევიდ ლინი |
პროდიუსერი | სემ შპიგელი |
სცენარის ავტორი |
კარლ ფორმანი მაიკლ უილსონი |
ნაწარმოები | ხიდი მდინარე კვაიზე |
როლებში |
ალეკ გინესი უილიამ ჰოლდენი ჯეკ ჰოკინსი სასუ ჰაიაკავა |
კომპოზიტორი | მალკოლმ არნოლდი |
სტუდია | Horizon Pictures |
დისტრიბუტორი | Columbia Pictures |
პრემიერა | 1957 |
ხანგრძლივობა | 161 წთ. |
ქვეყანა |
გაერთიანებული სამეფო აშშ |
ენა | ინგლისური ენა |
ბიუჯეტი | 2.8 მილიონი $ |
შემოსავალი | 30.6 მილიონი $ |
ფილმის თავდაპირველი სცენარი კარლ ფორმანს ეკუთვნოდა, რომელიც შემდეგში მაიკლ უილსონმა შეცვალა. ორივე სცენარისტს საიდუმლოდ მუშაობა უწევდათ, რადგანაც ჰოლივუდის შავ სიაში იყვნენ და მუშაობის გასაგრძელებლად გაერთიანებულ სამეფოში გაქცევა მოუხდათ. პიერ ბულმა, რომელიც ინგლისურად ვერ საუბრობდა, ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის მიიღო. ფორმანმა და უილსონმა ოსკარი გარდაცვალების შემდეგ მიიღეს.[1]
ხიდი მდინარე კვაიზე 1945 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი იყო და კრიტიკოსთაგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა. ფილმმა ოსკარის 30-ე დაჯილდოებაზე 7 ჯილდო (მათ შორის ოსკარი საუკეთესო სურათისთვის) დაიმსახურა. 1997 წელს ხიდი მდინარე კვაიზე „კულტურული, ისტორიული და ესთეტიკური მნიშვნელობის“ მქონე ფილმად დაასახელეს და აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმების ეროვნულ რეესტრში შეიტანა.[2][3] ამერიკის კინოინსტიტუტმა ფილმი ყველა დროის საუკეთესო ამერიკულ ფილმებს შორის დაასახელა.[4][5] 1999 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტმა ხიდი მდინარე კვაიზე XX საუკუნის 100 საუკეთესო ბრიტანულ ფილმს შორის მე-11 ადგილას დაასახელა.