წიწიბურა
From Wikipedia, the free encyclopedia
წიწიბურა (ლათ. Fagópyrum) — ერთწლოვან, იშვიათად მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა შუა და აღმოსავლეთ აზია.
წიწიბურას თესლი შეიცავს: ცილებს, სახამებელს, შაქარს, ცხიმს, უჯრედისს, ლიმონისა და ვაშლის მჟავებს, მინერალურ მარილებსა და მიკროელემენტებს, B1, B2, PP, და P ვიტამინებს. წიწიბურას ბურღული და ფქვილი გამოიყენება დიეტური კვებისთვის, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტისას, კუჭნაწლავის დაავადებისას, ნერვული სისტემის მოშლისას.