ძმები რუსოები
From Wikipedia, the free encyclopedia
ენტონი რუსო (ინგლ. Anthony Russo; დ. 2 თებერვალი, 1970) და ჯოზეფ რუსო (ინგლ. Joseph Russo; დ. 18 ივლისი, 1971)[1] კოლექტიურად ცნობილი როგორც ძმები რუსოები — ამერიკელი დედმამიშვილები, კინო- და ტელერეჟისორები, სცენარისტები და პროდიუსერები. ისინი თავიანთ ნამუშევრებს ძირითადად ქმნიან ერთობლივად.
ძმები რუსოები | |
---|---|
ჯო (მარცხნივ) და ენტონი San Diego Comic-Con-ზე 2019 წელს | |
დაბადების თარიღი |
ენტონი რუსო 2 თებერვალი, 1970 (1970-02-02) (54 წლის) ჯოზეფ რუსო 18 ივლისი, 1971 (1971-07-18) (52 წლის)[1] კლივლენდი, ოჰაიო, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი |
აიოვას უნივერსიტეტი (ჯო) პენსილვანიის უნივერსიტეტი (ენტონი) |
საქმიანობა | კინორეჟისორები, პროდიუსერები, სცენარისტები |
აქტიური | 1994-დღემდე |
ძმები რუსოების ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია Marvel-ის კინოსამყაროს ფილმები: „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ (2014), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018) და „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019), რომლის შემოსავალმა 2.7 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა,[2] რითაც იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად, ისევე როგორც ყველაზე შემოსავლიან სუპერგმირულ ფილმად.
აგრეთვე ძმების ერთობლივი განთქმული ნამუშევარია სატელევიზიო სიტკომი „განვითარების შეფერხება“ (2003), რისთვისაც გადაეცათ ემის ჯილდო.