ფუნდამენტალიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ფუნდამენტალიზმი (ლათ. Fundamentum — საფუძველი) — უკიდურესად კონსერვატიული ფილოსოფიური, მორალური და სოციალური მიმდინარეობების კრებითი სახელწოდება. ფუნდამენტალიზმი ხშირად წარმოადგენს თანადროულ საზოგადოებაში მიმდინარე გლობალიზაციური და სეკულარიზაციული პროცესების რეაქციას. ამ მიმართულების ერთ-ერთი ვარიანტია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ფუნდამენტალიზმს ძირითადად საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის სამხრეთ შტატებში, განსაკუთრებით პრესვიტერიანებს, ბაპტისტებსა და მეთოდისტებს შორის XX საუკუნის 1910-იან წლებში. 1921-1929 წლებში არკანზასის, ტენესის, მისისიპისა და სხვა შტატებში ფუნდამენტალისტებმა გაატარეს ანტიევოლუციური კანონები, რომლის თანახმად სახელმწიფო სკოლებში იკრძალებოდა დარვინიზმის მოძღვრების სწავლება.[1]