ფრანჩესკო ქუეროლო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანჩესკო ქუეროლო (1704-1762) იტალიელი მოქანდაკე, წარმოშობით გენუადან. აქტიურად მოღვაწეობდა რომსა და ნეაპოლში როკოკოს პერიოდში.
რომში ის მოღვაწეობდა ჯუზეპე რუსკონთან ერთად. აქ მან შექმნა წმინდა ჩარლზ ბორომეოსა და წმინდა ბერნარდის ქანდაკებები წმინდა მარია მაჯორეს ტაძრის ფასადზე, ასევე, შვედეთის დედოფალ ქრისტინას ბიუსტი (1740 წ.), შემოდგომის ქანდაკება ტრევის შადრევანში (1749 წ.) და ჰერცოგინია გრილოს სამარხი სანტ ანდრეა დელლე ფრატეს მონასტერში (1752).
1752 წლის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ცნობილ ნეაპოლიტანურ სანსევეროს კაპელას დეკორაციაში.