ფრანგული ღვინო
From Wikipedia, the free encyclopedia
ფრანგული ღვინო — საფრანგეთში წარმოებული ღვინო. წელიწადში აწარმოებენ 7-8 მილიარდ ბოთლს. საფრანგეთი ერთ-ერთი უდიდესი ღვინის მწარმოებელია მსოფლიოში, იტალიურ, ესპანურ და ამერიკულ ღვინის მწარმოებლებთან ერთად. [1] [2] ფრანგული ღვინის კვალი ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება. საფრანგეთის რეგიონებში არსებული მეღვინეობის ისტორია რომის იმპერიას უკავშირდება.
საფრანგეთში ყურძნის მრავალი ჯიში არსებობს (მაგალითად, კაბერნე სოვინიონი, შარდონე, პინო ნუარი, სოვინიონის ბლანკი, სირა ), რომლებიც ახლა მთელ მსოფლიოში დარგეს, ისევე როგორც ღვინის დაყენების წესები და ღვინის დამუშავების სტილები გაიზიარეს სხვა მწარმოებლებმა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ზოგიერთმა მწარმოებელმა ისარგებლა ფასების ზრდისა და ბურგუნდიისა და ბორდოს ზოგიერთ პრესტიჟულ ღვინოზე მოთხოვნის გაზრდით, საფრანგეთის ღვინის ინდუსტრიაში შემცირდა შიდა მოხმარება და საერთაშორისო მასშტაბით, მას მოუწია, კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ბევრ ახალ ღვინოს. [3]