სკოტ ჯოპლინი
From Wikipedia, the free encyclopedia
სკოტ ჯოპლინი (ინგლ. Scott Joplin; დ. 24 ნოემბერი, 1868, ჩრდილოეთ ტეხასი, აშშ — გ. 1 აპრილი, 1917, ნიუ-იორკი, აშშ) — „რეგის მეფედ“ ცნობილი აფრო-ამერიკელი კომპოზიტორი და პიანისტი. მისმა პირველმა ჰიტმა Maple Leaf Rag უდიდესი გავლენა მოახდინა მეოცე საუკუნის ჯაზ მუსიკის ფორმირებაზე, ხოლო The Entertainer ამერიკის „საუკუნის ხმების“ (Songs of the Century) ათეულში მოხვდა.[1]