სახლის ვიდეო თამაშების კონსოლების სია
ვიკიმედიის სტატია-სია / From Wikipedia, the free encyclopedia
ეს არის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლების სია, დალაგებული ქრონოლოგიურად, დაწყებული პირველი სახლის კონსოლებით, როგორებიცაა პირველი თაობის Atari-ის Pong და Magnavox-ის კარტრიჯული Odyssey, დამთავრებული მერვე თაობით: Microsoft-ის Xbox, Sony-ის PlayStation 4 და Nintendo-ს Nintendo Wii U.
სია დაყოფილია ეპოქებად, მაგალითად, პირველი თაობის კონსოლები, მეორე, მესამე და ასე შემდეგ. ზოგიერთი ეპოქა, აგრეთვე მოიხსენიება ბიტების მიხედვით, მაგალითად 8 ბიტიანების ეპოქა, 16 ბიტიანების ეპოქა და ა.შ. სახლის კონსოლების „ბიტებად“ აღნიშვნა დაიწყეს მესამე თაობის მიწურულს და 16 ბიტიანი სათამაშო კონსოლების გამოჩენისას, წინა თაობებისგან განსასხვავებლად.
ეს სია არ მოიცავს სხვა სახის ვიდეო თამაშების კონსოლებს, როგორიც არის პორტატიული კონსოლები, რომლებიც როგორც წესი, მათი ზომიდან გამომდინარე, სახლის კონსოლებთან შედარებით დაბალი მახასიათებლებით გამოირჩევიან და აგრეთვე მიკროკონსოლები — ძირითადად Android-ზე დაფუძნებული დაბალფასიანი სისტემები, ან გამოყოფილი კონსოლები, რომლებშიც ჩაშენებულია ვიდეო თამაშები და არ გამოიყენებენ რაიმე სახის ფიზიკურ მედია საშუალებებს. დროდადრო კონსოლების ფორმა და შესაძლებლობები იცვლება. სიაში არ არის წარმოდგენილი კონსოლის სახეშეცვლილი და განახლებული ვერსიები.