საჭადრაკო ოლიმპიადა 1996
From Wikipedia, the free encyclopedia
15 სექტემბერი - 2 ოქტომბერი 1996 ერევანი, სომხეთი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1996}} |
ერევანში რუსების უპირატესობა აშკარა იყო. მეორე ტურიდან მოყოლებული ისინი ერთპიროვნულად ჩაუდგნენ ცხრილს სათავეში და საბოლოოდ სამ-ნახევარი ქულით გაუსწრეს უახლოეს მდევარს. თავიდან კარგად თამაშობდა ინგლისის ნაკრებიც. ექვსი ტურის შემდეგ ინგლისელები მეორე ადგილზე იყვნენ. მეშვიდეში ისინი ესპანელებმა შეცვალეს და მეათე ტურამდე ისინი იყვნენ მეორე პოზიციაზე. მეათეში უკრაინელებმა 3-1 დაამარცხეს ესპანელები და თავად გადავიდნენ მეორე ადგილზე, რომელიც ტურნირის ბოლომდე შეინარჩუნეს კიდეც. არათანაბრად თამაშობდნენ მასპინძლები, სომეხი მოჭადრაკეები, (მარცხი სლოვენიის ნაკრებთან, ფრე - ნიდერლანდელებთან). თავისი ძალების შესაბამისად გამოვიდნენ ქართველი მოჭადრაკეები, თუმცა ალბათ უკეთესი შედეგის ჩვენება მაინც შეიძლებოდა. ფრედ დამთავრებულმა მატჩებმა ავსტრალიის და კუბის ნაკრებებთან, მარცხმა ინგლისელებთან, ესპანელებთან და ბოლო ტურში ამერიკელებთან, საშუალება არ მისცა საქართველოს ნაკრებს ებრძოლა საპრიზო ადგილებისათვის. სამაგიეროდ თავის დაფაზე მცირე ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა გია გიორგაძე.