საჭადრაკო ოლიმპიადა 1974
From Wikipedia, the free encyclopedia
6 - 30 ივნისი 1974 ნიცა, საფრანგეთი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1974}} |
1972 წლის სკოპიეს კონგრესზე ფიდემ გადაწყვიტა მორიგი ოლიმპიადის ჩატარება საფრანგეთისთვის მიენდო. თავად საფრანგეთში გამოცხადებულ კონკურსში კი ნიცამ გაიმარჯვა. მასპინძლები სრული სერიოზულობით მოეკიდნენ ტურინირს და შესანიშნავი ორგანიზება გაუკეთეს ოლიმპიადას. მოჭადრაკეებს სათამაშოდ გამოფენათა დარბაზი დაუთმეს, რომელიც ზომით 16 ათასი კვადრატული მეტრი იყო და რომელშიც სრული საფეხბურთო მოედანი, რამდენიმე საკალათბურთო მოედანი და საჩოგბურთო კორტი თავისუფლად მოეწყობოდა. გუნდები ტრადიციულად, თავდაპირველად ქვეჯგუფებში არკვევდნენ თუ ვის რომელ ფინალში უნდა ეთამაშა. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლამ ქვეჯგუფებში რამდენიმე სიურპრიზიც მოიტანა. ასე მაგალითად პირველ ქვეჯგუფში უელსელებმა მთავარი ფინალის მიღმა დატოვეს პოლონელები. მეშვიდეში, ეუგენიო ტორეს წარმატებული თამაშის წყალობით უკან ჩამოიტოვეს ისრაელისა და საფრანგეთის გუნდები. ძირითდად კი ფინალში ის გუნდები მოხვდნენ, რომლებიც ტონს იძლეოდნენ ბოლო ოლიმპიადებში.
მთავარი ფავორიტები ისევ საბჭოთა მოჭადრაკეები იყვნენ, რომელთა გუნდში ერთი დებიუტანტი, გენადი კუზმინი, გამოდიოდა. იგივე შემადგენლობა ჰყავდათ უნგრელებს. იუგოსლავიის გუნდში აღარ იყვნენ ალექსანდრე მატანოვიჩი და მილან მატულოვიჩი. ისინი პლანციცმა და ველიმიროვიჩმა შეცვალეს. კვლავ გამოჩნდა გუნდში ბრუნო პარმა. ამერიკელთა გუნდში გამოჩნდა ყოფილი ავსტრალიელი, უოლტერ ბრაუნი, გუნდს დაუბრუნდა უილიამ ლომბარდიც. სწორედ ამ გუნდებმა გაითამაშეს საპრიზო ადგილები, თუმცა უკვე მეოთხე-მეხუთე ტურებიდან მოყოლებული საბჭოელები სულ ორი-სამი ქულით იყვნენ წინ და ფაქტობრივად ბრძოლა პირველი ადგილისათვის აღარც გამართულა. მოულოდნელად სუსტად გამოვიდნენ უნგრელები, რომლებიც ფაქტობრივად არც ჩარეულან საპრიზო ადგილებისათვის ბრძოლაში. იუგოსლავიელებმაც ადრევე დაიბევეს მეორე ადგილი, აი მესამე ადგილისათვის კი დიდი ბრძოლა გაჩაღდა ბულგარელებსა და ამერიკელებს შორის. ბოლო ტურის წინ ამერიკელებს 34 ქულა ჰქონდათ, ბულგარელებს - 33,5. პირველები ჩეხებს ხვდებოდნენ, მეორენი კი ესპანელებს. ხუთსაათიანი ბრძოლის შემდეგ ორივე მატჩში სამ-სამი პარტია იყო დამთავრებული, რომლებშიც ბულგარელებმა 2,5, ხოლო ამერიკელებმა - 2 ქულის მოპოვება შეძლეს. გადადებულ პარტიაში იანსას აშკარად მოსაგები პოზიცია ჰქონდა რობერტ ბირნთან, მაგრამ შეცდა და ამერიკელმა შეძლო ყაიმის მიღწევა. დიდხანს ეძებდა მოგების გზებს ტრინგოვი ვიზერთან, მაგრამ ეს უკანასკნელი კარგად იცავდა თავს და აქაც ყაიმი. საბოლოოდ ორივე გუნდმა ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს. კოეფიციენტების წყალობით კი მესამე საპრიზო აგილი ამერიკელებს მიეკუთვნათ.