საჭადრაკო ოლიმპიადა 1966
From Wikipedia, the free encyclopedia
25 ნოემბერი - 20 დეკემბერი 1966 ჰავანა, კუბა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საჭადრაკო ოლიმპიადა 1966}} |
ჯერ კიდევ 1963 წელს კუბამ თავისი კანდიდატურა წარადგინა XVII ოლიმპიადის მასპინძლობაზე. მომდვენო წელს ფიდემ თავის კონგრესზე თანხმობა მისცა კუბელებს და მათაც სერიოზული მზადება დაიწყეს. შეიქმნა საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც თვით ფიდელ კასტრო ხელმძღვანელობდა. მოჭადრაკეებს საცხოვრებლად 25 სართულიანი სასტუმრო ,,ჰავანა ლიბრე’’ გამოუყვეს. ამავე სასტუმროს ,,ელჩების დარბაზში’’ მიმდინარეობდა საჭადრაკო ბატალიებიც. ტურნირმა ჰავანაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მას ცნობილი რევოლუციონერი ჩე გევარაც კი ესწრებოდა. მონაწილეთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 52-ს მიაღწია. გუნდები ისევ შვიდ ქვეჯგუფად დაყვნენ, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული გადიოდა ფინალურ ტურნირში. საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში იყო ერთი დებიუტანტი, ლევ პოლუგაევსკი. გუნდს მსოფლიოს ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი თავკაცობდა. მის გარდა გუნდში იყვნენ მსოფლიოს ჩემპონობის პრეტენდენტი, ბორის სპასკი, მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მიხეილ ტალი სსრ კავშირის ჩემპიონი ლეონიდ შტეინი და ვიქტორ კორჩნოი. ამერიკელთა გუნდს სათავეში რობერტ ფიშერი ედგა. გუნდის ხელმძღვანელობამ მეორე დაფაზე თამაში სამუელ რეშევსკის შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. კვლავ ძლიერი გუნდები ჰყავდათ იუგოსლავიას, უნგრეთს და ჩეხოსლოვაკიას. სიურპრიზი იყო დასავლეთ გერმანელების, წინა ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორების, არ ჩამოსვლა ჰავანაში.
პირველ ეტაპზე სიურპრიზები არ მომხდარა და ყველა უძლიერესი გავიდა მთავარ ფინალში. ტურნირი კარგად დაიწყეს საბჭოთა და ამერიკელმა მოჭადრაკეებმა. მათ თანდათნ ჩამოიტოვეს დანარჩენი მეტოქეები და დუეტად ლიდერობდნენ ტურნირს. საინტერსო რამ მოხდა მეორე ტურში. ტურის დაწყებამდე სამი საათით ადრე, ამერიკელთა გუნდის წარმომადგენელმა თხოვნით მიმართა მსაჯთა კოლეგიას, რათა მათ რელიგიური მიზეზით გადაეწიათ პეტროსიან - ფიშერის პარტიის დაწყების დრო. აღსანიშნავია რომ ამავე თხოვნით, მათ პირველ ტურშიც მიმართეს ორგანიზატორებს, მაგრამ დანიელი ბენტ ლარსენი წინააღმდეგი წავიდა. მაშინ ამერიკელებმა ფიშერი რობერტ ბირნით შეცვალეს. ახლა კი მათ არ სურდათ საბჭოელებთან თავიანითი ლიდერის გარეშე თამაში და მიიღეს რა უარი ორგანიზატორებისაგან ტურნეზე არ გამოცხადდნენ. ერთი საათის ლოდინის შემდეგ მსაჯთა კოლეგიამ საბჭოელებს ოთხივე დაფაზე მოგება ჩაუთვალა. მაშინ საბჭოთა დელეგაციამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალ დღეს ეთამაშათ ეს მატჩი. იგი მოგვიანებით მართლაც გაიმართა და ოლიმპიური ჩემპიონების გამარჯვებით დასრულდა (ტალმა მოუგო ბირნს). დაწყებული მეექვსე ტურიდან სსრ კავშირის ნაკრები ნელ-ნელა ზრდიდა თავის უპირატესობას და ბოლოსწინა ტურში პირველ ადგილის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. ამერიკელები მეორენი იყვნენ, ხოლო უნგრელებმა მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლების (ბერგერის ცხრილით) წყალობით აჯობეს იუგოსლავიელებს.