სამხრეთსლავური ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხრეთსლავური ენები — აღმოსავლეთ- და დასავლეთსლავური ენების გვერდით წარმოადგენს ერთ-ერთ შტოს, რომელიც თავის მხრივ ინდოევროპულ ენების ჯგუფში შედის.
სამხრეთსლავური ენებია ძველი საეკლესიო სლავური, ბულგარული, მაკედონური, სლოვენური, სერბო-ხორვატული ენები. ამ უკანასკნელს (სერბულ-ხორვატულს) პოლიტიკური კორექტულობის დაცვის მიზნით ხშირად ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ — სერბულ და ხორვატულ ენებად. ამ ტენდენციამ განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში შესაბამისი ენის კათედრებს გადაარქვეს სახელები და დღეს შეიძლება შეხვდეთ არა მარტო სერბულ-ხორვატული, არამედ ცალ–ცალკე სერბული, ხორვატული, ბოსნიური და მონტე-ნეგრ(ინ)ული ან ჩერნოგორიული ენების კათედრასაც კი. ენათმეცნიერული თვალსაზრისით კი ამ ენების დიალექტებად დაყოფაც კი ჭირს.
ყოფილი იუგოსლავიის გეოგრაფიულ სივრცეში საბოლოო პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.