სამხედრო ორდენი (სამონასტრო საზოგადოება)
From Wikipedia, the free encyclopedia
სამხედრო ორდენი — რაინდთა ქრისტიანული საზოგადოების ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელიც შუა საუკუნეებში დაარსდა. მისი დაარსების მთავარ მიზეზს ჯვაროსნული ლაშქრობები წარმოადგენდა, ისევე, როგორც რწმენის პროპაგანდა და დაცვა (თავდაპირველად კათოლიზმის, მოგვიანებით რეფორმების შემდეგ პროტესტანტიზმისაც), როგორც წმინდა მიწაზე ისე ისლამის წინააღმდეგ, ასევე ევროპაში პაგანიზმის წინააღმდეგ. ჯვაროსნული ლაშქრობების დამთავრებამდე და ოსმალთა შემოსევების დროს ბევრი ორდენი იქნა სეკულარიზირებული, დღეისათვის ისინი რომაულ-კათოლიკურ ცერემონიალებზე წარმოდგენილნი არიან როგორც მისიონერული და საქველმოქმედო ორგანიზაციები.