რუთ უილსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუთ უილსონი (ინგლ. Ruth Wilson; დ. 13 იანვარი, 1982)[1] — ინგლისელი მსახიობი. ცნობილია თავისი შესრულებული როლებით ფილმებში: „Suburban Shootout“ (2005), „ჯეინ ეარი“ (2006), მან ელის მორგანის როლი BBC-ს ფსიქოლოგიურ კრიმინარულ დრამატულ სატელევიზიო სერიალში „ლუთერი“-ში (2010–2013, 2019)[2] ითამაშა, ხოლო ელისონ ლოქჰართი სატელევიზიო დრამაში „საყვარლები“ (2014-2018), 2018 წელს ითამაშა მინისერიალში „მისის უილსონი“-ში. BBC/HBO-ს ფანტაზიური ჟანრის სერიალ „მისი ბნელი საწყისები“-ში მარისა კულტერის როლი შეასრულა. გადაღებულია რამდენიმე ფილმში, მათ შორისაა: „მარტოხელა რეინჯერი“ (2013), „მისტერ ბენკსის გადარჩენა“ (2013), „მე ის მშვენიერი ნივთი ვარ, სახლში რომ ცხოვრობს“ (2016), „მუქი მდინარე“ (2017).
რუთ უილსონი | |
---|---|
უილსონი 2015 წელს | |
დაბადების თარიღი |
13 იანვარი, 1982 (1982-01-13) (42 წლის) სურეი, ინგლისი |
ეროვნება | ინგლისელი |
მოქალაქეობა | ინგლისი |
ალმა-მატერი |
ნოტინგემის უნივერსიტეტი მუსიკისა და დრამატული ხელოვნების ლონდონის აკადემია |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 2003-დღემდე |
ნათესავები | ალექსანდრე უილსონი (ბაბუა), დენის უილსონი (ბიძა) |
ტიტულოვანი როლის-ანა ქრისტის შესრულების, და მეორე ხარისხოვანი პერსონაჟის–სტელა კოუვალსკის „ტრამვაი სახელად სურვილი“-ში[3] შესრულებისთვის უილსონი სამჯერ ნომინირდა, ხოლო ორჯერ მოიგო „ლორენს ოლივიერის ნომინაცია“, როგორც საუკეთესო მსახიობი. მას სატელევიზიო სერიალ-ჯეინ ეარში, ნათამაშები როლით მოგებული აქვს ოქროს გლობუსი.