რუბენ ფლეიშერი
From Wikipedia, the free encyclopedia
რუბენ სემიუელ ფლეიშერი (ინგლ. Ruben Samuel Fleischer; დ. 31 ოქტომბერი, 1974) — ამერიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. ცნობილი გახდა სადებიუტო ფილმით „ზომბილენდი“. აგრეთვე მისი მეტნაკლებად ცნობილი ნამუშევრებია „მოასწრო 30 წუთში“ (2011), „განგსტერებზე მონადირენი (2013), „ორი ღამის ამბავი“ (2014), „მარტორქების მაღაზია“ (2017)
სწრაფი ფაქტები რუბენ ფლეიშერი, მშობლიური სახელი ...
რუბენ ფლეიშერი | |
---|---|
ფლეიშერი San Diego Comic-Con 2018-ზე | |
მშობლიური სახელი | Ruben Fleischer |
დაბადების სახელი | რუბენ სემიუელ ფლეიშერი[1] |
დაბადების თარიღი |
31 ოქტომბერი, 1974 (1974-10-31) (49 წლის) ვაშინგტონი, აშშ |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, ტელეპროდიუსერი, |
აქტიური | 2000-დღემდე |
მეუღლე(ები) | ჰოლი შაკური (იქ. 2012)[2] |
დახურვა
2018 წელს გახდა კომერციულად წარმატებული ფილმის „ვენომის“ რეჟისორი.
რუბენ ფლეიშერი დაიბადა ვაშინგტონში, 1974 წლის 31 ოქტომბერს.[3] უესლიანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გადავიდა სან-ფრანცისკოში,[4] სადაც მუშაობა დაიწყო პროგრამისტად.[5] სანამ კინორეჟისორი გახდებოდა, დაკავებული იყო სარეკლამო და მუსიკალური ვიდეოების გადაღებებით.
2017 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ ფლეტჩერი იქნებოდა „ზომბილენდის“ მეორე ნაწილის რეჟისორი.[6]