როუზ ბირნი
From Wikipedia, the free encyclopedia
მერი როუზ ბირნი[2][3] (ინგლ. Rose Byrne; დ. 24 ივლისი, 1979, სიდნეი) — ავსტრალიელი კინომსახიობი. მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებში: „ტროა“ (2004), „შეპყრობილი“ (2004), „მარი ანტუანეტი„ (2006), „მზის ნათება“(2007), „28 კვირის შემდეგ“ (2007), „ცოდნა“ (2009), „გაქცევა ვეგასიდან“ (2010), „იქს-ადამიანები: პირველი კლასი“ (2011), „გოგოების წვეულება ვეგასში“ (2011), „კადრები“ (2013), „კურდღელი პიტერი“ (2018) და სხვა. ნომინირებული იყო ოქროს გლობუსსა და ემის პრემიაზე.
როუზ ბირნი | |
---|---|
როუზ ბირნი 2013 წელს | |
დაბადების სახელი | მერი როუზ ბირნი |
დაბადების თარიღი |
24 ივლისი, 1979 (1979-07-24) (44 წლის)[1] სიდნეი, ავსტრალია |
მოქალაქეობა | ავსტრალია |
ალმა-მატერი | სიდნეის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1994–დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | ბრენდან კოუელი (2012-დღემდე) |
შვილ(ებ)ი | 2 |
მშობლები |
მამა: რობინ ბირნი დედა: ჯეინ ბირნი |
მერი როუზ ბირნი დაიბადა ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, ირლანდიური და შოტლანდიური წარმოშობის ოჯახში[4][5]. დედამისი ჯეინ ბირნი — მუშაობს ადმინისტრატორად დაწყებით სკოლაში, ხოლო მამამისი — რობინ ბირნი მარკეტოლოგია[6]. 8 წლიდან ავსტრალიის ახალგაზრდულ თეატრში იღებდა სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილებს. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაიწყო ჯერ კოლეჯსა და შემდეგ სიდნეის უნივერსიტეტში. 1999 წლიდან სწავლა განაგრძო დევიდ მამეტისა და უილიამ მეისის ატლანტის თეატრში.[7]
როუზს ჰყავს უფროსი ძმა ჯორჯ ბირნი და ასევე უფროსი ორი და — ელის ბირნი და ლუსი ბირნი. სამივე მათგანი ასე თუ ისე ჩაბმულია ხელოვნების სფეროში. მისი ძმა ფოტოგრაფია, ხოლო დებიდან ერთი მხატვარია, მეორე კი ლონდონის ერთ-ერთი ფირმის გამომცემლობაში მუშაობს. მისი მშობლები ათეისტები არიან, ხოლო ბირნი საკუთარ თავს აგნოსტიკოსად თვლის[8]. ორი წლის განმავლობაში იყო კომპანია Max Factor-ის სახე.
როუზ ბირნის სამსახიობო კარიერა ათვლას 1989 წლიდან იწყებს და დღემდე გრძელდება. 1990-იან წლებში ძირითადად სერიალებში იღებდნენ. თავდაპირველად თავი მოსინჯა ერთ-ერთ სერიალში („ჯი-პი“, G.P.), რომელსაც 7 წელი იღებდნენ. პირველი როლი კინოში („დალასის თოჯინა“, 1994) მიიღო 12 წლის ასაკში. შემდეგ წლებში როლებს იღებდა ავსტრალიურ ტელესერიალებში. 1999 წელს როლი მიიღო კრიმინალური ჟანრის ფილმში „ორი ხელი“, სადაც მასთან ერთად ითამაშა ჰით ლეჯერმა. დაახლოებით 6 წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა ბრენდან კოუელთან. ხვდებოდა აგრეთვე გრეგორ ჯორდანს. 2012 წლიდან ხვდება ბობი კანავალეს.