რიკი და მორტი
From Wikipedia, the free encyclopedia
„რიკი და მორტი“ (ინგლ. Rick and Morty) — ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სიტკომ ანიმაციური სერიალი მოზრდილთათვის. იგი Adult Swim-სთვის შეიქმნა ჯასტინ როილენდის და დენ ჰერმონის მიერ. სერიალი მოგვითხრობს ლოთი მეცნიერი რიკის და მისი შვილიშვილის, მორტის ფათერაკების შესახებ. პერსონაჟები ხან ოჯახთან ერთად ატარებენ დროს, ხან კი — განზომილებათაშორის მოგზაურობენ. ორივე მთავარ გმირს თვითონ როილენდი ახმოვანებს, თუმცა გახმოვანებაზე ასევე მუშაობენ ისეთი მსახიობები, როგორიცაა კრის პარნელი, სპენსერ გრემერი და სარა ჩოკი. სერიალის შთაგონება იყო ფილმის „უკან მომავალში“ ანიმაციური სახის პაროდია, რომელიც როილენდმა Channel 101-ის ფესტივალისთვის შექმნა. Adult Swim-მა ჰერმონს სატელევიზიო შოუს შექმნის თხოვნით მიმართა, რის შემდეგაც მან და როილენდმა ამ პაროდიის ორ მთავარ პერსონაჟზე დაფუძნებით სერიალი შექმნა.
რიკი და მორტი | |
---|---|
ჟანრი |
|
ავტორი |
|
გახმოვანება |
|
კომპოზიტორ(ებ)ი | რაიან ელდერი |
ქვეყანა | შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 7 |
ეპიზოდი | 68 (ეპიზოდების სია) |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი |
|
პროდიუსერ(ებ)ი |
|
ხანგრძლივობა | 22 წუთი |
კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Warner Bros. Television Distribution |
ორიგინალური არხი | Adult Swim |
ჩვენების ფორმატი | 1080i (16:9 HDTV) |
ეთერში | 2 დეკემბერი, 2013 (2013-12-02) — დღემდე |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
„რიკი და მორტის“ პრემიერა 2013 წლის 2 დეკემბერს გაიმართა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა.[2] 2014 წლის იანვარში Adult Swim-მა შეუკვეთა სერიალის მეორე სეზონი, რომელიც 2015 წლის 26 ივლისს დაიწყო და იმავე წლის 4 ოქტომბერს დასრულდა. 2015 წლის აგვისტოში არხმა სერიალი კიდევ ერთი სეზონით განაახლა.[3] და 2016 წლის მიწურულს დაიწყო.[4]