ჟან პოლ მარატი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟან-პოლ მარატი (ფრანგ. Jean-Paul Marat, დ. 1743 – გ. 1793) — საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი, რადიკალური ჟურნალისტი, იაკობინელების ერთ-ერთი ლიდერი. ცნობილია მეტსახელით „ხალხის მეგობარი“, გაზეთის სახელის მსგავსად, რომელსაც თავად გამოსცემდა. ასრულებდა ხიდის როლს ხალხსა და 1793 წლის ივნისში ძალაუფლებაში მოსულ რადიკალურ იაკობინელთა შორის. ორი თვის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი სამი უმნიშვნელოვანესი ადამიანიდან საფრანგეთში, დანტონისა და რობესპიერის გვერდით. ის მკერდში დანის დასმით მოკლა საკუთარ აბაზანაში შარლოტ კორდეიმ.