პრამბანანი
From Wikipedia, the free encyclopedia
პრამბანანი — IX საუკუნის ინდუიზმის სატაძრო კომპლექსი კუნძულ იავის ცენტრალურ ნაწილში, ინდონეზიაში. ეძღვნება ტრიმურტის, ინდუიზმის სამებას (ბრაჰმა, ვიშნუ, შივა). კომპლექსი ქალაქი ჯოკიაკარტიდან 18 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარეობს.
სწრაფი ფაქტები პრამბანანი*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
პრამბანანი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ინდონეზია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, iv |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 7°45′08″ ს. გ. 110°29′30″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
ნომერი | 642 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ტაძარი უდიდესია ინდონეზიის და ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ინდუიზმის ტაძრებს შორის. ხასიათდება მაღალი და წერტილოვანი არქიტექტურით, რაც ტიპიურია ინდუიზმის ტაძრებისათვის. კომპლექსის შუაში მდგომი ყველაზე დიდი ტაძრის სიმაღლე 47 მეტრია. 1991 წელს, იუნესკომ კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შიეტანა.
ტაძარი პირველად ჩვ.წ. 850 წელს აშენდა. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა XVI საუკუნეში, მიწისძვრის შედეგად.