პოლ ბეტანი
From Wikipedia, the free encyclopedia
პოლ ბეტანი (დ. 27 მაისი, 1971)[2] — ინგლისელ-ამერიკელი მსახიობი. იგი ცნობილია ჯარვისისა და ვიჟენის როლის შესრულებით მარველის კონოსამყაროს ფილმებში რკინის კაცი (2008), რკინის კაცი 2 (2010), შურისმაძიებლები (2012), რკინის კაცი 3 (2013), შურისმაძიებლები: ულტრონის ეპოქა (2015), კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი (2016) და შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი (2018), ასევე დისნეის + შოუში (სერიალი) ვანდავიჟენი (2021). მაყურებელის ყურადღების ცენტრში ის პირველად ბრიტანული ფილმის, განგსტერი ნომერი 1 (2000) მოექცა, ასევე რეჟისორ ბრაიან ჰელგელანდის ფილმში რაინდის ამბები (2001). მან მიიღო მონაწილეობა მრავალფეროვან ფილმებში, მათ შორის ბრწყინვალე გონება (2001), ოსტატი და მეთაური: მსოფლიოს შორეული მხარე (2003), დოგვილი (2003), უიმბლდონი (2004), და ვინჩის კოდი ( 2006), რკინის ზღვარი (2011) და სოლო: ვარსკვლევური ომების ამბავი (2018). ის განასახიერებს ალექსანერ ნიქსს ფილმში კემბრიჯის ანალიტიკური საზღვარი.[3]
პოლ ბეტანი | |
---|---|
მშობლიური სახელი | Paul Bettany |
დაბადების თარიღი |
27 მაისი, 1971 ლონდონი, ინგლისი |
ეროვნება | ბრიტანელი |
მოქალაქეობა |
|
ალმა-მატერი | ლონდონის დრამის ცენტრი |
აქტიური | 1994-დან - დღემდე |
მეუღლე(ები) | ჯენიფერ კონელი (დაქ. 2003) |
შვილ(ებ)ი | 2 |
იგი ნომინირებულია სხვადასხვა ჯილდოებზე, მათ შორის BAFTA ჯილდოზე მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის და კინომსახიობთა გილდიის პრემიაზე ფილმში სამსახიობო ჯგუფის საუკეთესო შესრულებისთვის. ბეთანი დაქორწინებულია ამერიკელ მსახიობ ჯენიფერ კონელზე, რომელთანაც მას ორი შვილი ჰყავს.