პიერო მედიჩი (1472-1503)
From Wikipedia, the free encyclopedia
პიერო დე’ მედიჩი (იტალ. Piero de' Medici), მეტსახელად უიღბლო (იტალ. Il Fatuo; დ. 15 თებერვალი, 1472 — გ. 28 დეკემბერი, 1503) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ლორენცო მედიჩისა და კლარისა ორსინის უფროსი ვაჟი. ფლორენციის სენიორი 1492-94 წლებში. იგი დაამხო და ქალაქიდან ოჯახთანე ერთად გააძევა ფანატიკოსმა ჯიროლამო სავონაროლამ, რის შემდეგაც მან დაიწყო ქალაქის მართვა. პიერომ თავი რომის პაპს შეაფარა, სადაც მდინარე გარილიანოში გადავარდა და დაიხრჩო. მისი შვილიშვილი ეკატერინე მედიჩი, შემდგომში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი გახდა.
სწრაფი ფაქტები პიერო მედიჩი, ფლორენციის სენიორი ...
პიერო მედიჩი | |
---|---|
ფლორენციის სენიორი | |
მმართ. დასაწყისი: | 9 აპრილი, 1492 |
მმართ. დასასრული: | 9 ნოემბერი, 1494 |
წინამორბედი: | ლორენცო მედიჩი |
მემკვიდრე: | ჯიროლამო სავონაროლა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 თებერვალი, 1472 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, ფლორენციის რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი: | 28 დეკემბერი, 1503, (31 წლის) |
გარდ. ადგილი: | მდ. გარილიანო, პაპის ოლქი |
მეუღლე: | ალფონსინა ორსინი |
შვილები: |
ლორენცო II, ფლორენციის სენიორი კლარიჩე |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | ლორენცო, ფლორენციის სენიორი |
დედა: | კლარისა ორსინი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
დახურვა