პეტი-პალეს მუზეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
პეტი-პალე — მუზეუმი და ხელოვნების გალერეა ავინიონში, სამხრეთ საფრანგეთში. იგი გაიხსნა 1976 წელს და აქ დაცულია ავინიონის სკოლის რენესანსის ხანის მხატვრობის განსაკუთრებული კოლექცია, ისევე როგორც ფერწერული ტილოები იტალიიდან. მუზეუმი აერთიანებს რენესანსის პირველი პერიოდის ნამუშევრებს ჯამპიერო კამპანას კოლექციიდან. პეტი-პალეს მუზეუმი მდებარეობს XIV საუკუნის შენობაში, იმ სკვერის ჩრდილოეთში, რომელსაც გადმოჰყურებს პაპის სასახლე.
სწრაფი ფაქტები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ავინიონის ისტორიული ცენტრი: პაპის სასახლე, პეტი-პალეს მუზეუმი, ავინიონის საკათედრო ტაძარი და ავინიონის ხიდი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | |
რეგიონი** | ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1995 (მე-19 სესია) |
ნომერი | 228 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
1995 წელს პეტი-პალეს მუზეუმი ავინიონის სხვა ისტორიულ ძეგლებან ერთად შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში[1].