პერსევსი
From Wikipedia, the free encyclopedia
პერსევსი (ძვ. ბერძნ. Περσεύς) — ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, არგოსის მეფის, აკრისიოსის ქალიშვილის და ძველბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთის, ზევსის ვაჟი. გორგონა მედუზას მკვლელი და ანდრომედას გადამრჩენელი. ნახსენებია „ილიადაში“ (XIV 320).
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პერსევსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პერსევსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პერსევსი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები წარმომავლობა ...
პერსევსი გორგონა მედუზას თავით, მოქ. ანტონიო კანოვა. | |
წარმომავლობა | |
---|---|
ძველბერძნული მითოლოგიის გმირი, ზევსისა და არგოსის მეფის ქალიშვილ დანაეს ვაჟი. | |
იხ. აგრეთვე ბერძენ გმირთა პლეადა | |
|
დახურვა
პერსევსი არის ელინისტური ეპოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟი, იგი ასევე ითვლება ბერძენ გმირთა პლეადის ერთ-ერთ ყველაზე წარჩინებულ წევრად. პერსევზე მითის გავლენა იგრძნობა ასევე გამოჩენილი რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის ნაწარმოებში „ზღაპარი მეფე სალტანისა“ (რუს. „Сказка о царе салтане“). პერსევსზე მითების უმრავლესობა მოთხრობილია ოვიდიუსის პოემაში „მეტამორფოზი“. ოვიდიუსის პოემის ინტერპრიტაციის მიხედვით არსებობს პერსევსზე მითის რემდენიმე ვარიანტი.