ოჯიბვე
From Wikipedia, the free encyclopedia
ოჯიბვე (სხვაგვარად ოჯიბვა, სოტო ან ჩიპევა; თვითდასახელება — ანიშინააბე) — ალგონკინური ენების ოჯახის ინდიელების ეთნიკური ჯგუფი ჩრდილოეთ ამერიკაში. განსახლებულნი არიან აშშ-ის რეზერვაციებში მიჩიგანის, უისკონსინის, მინესოტის, ჩრდილოეთ დაკოტის, მონტანის შტატებში და კანადაში ონტარიოს, მანიტობის, სასკაჩევანის, ალბერტისა და ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციებში. მათი რაოდენობა 360 ათას ადამიანს შეადგენს, აქედან 205 ათასი დასახლებულია კანადაში, ხოლო 150 ათასზე მეტი — აშშ-ში. რელიგიები — პროტესტანტიზმი, კათოლიციზმი და ტრადიციული კულტები. ოჯიბვე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი (მეხუთე) ინდიური ერია ჩრდილოეთ ამერიკაში, რაოდენობრივად თითქმის უტოლდება კრის და ჩამორჩება ჩეროკებს, ნავაჰოს და ჩოკტოს. მათი სასაუბრო ენა ამავე სახელწოდებისაა.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ოჯიბვე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ოჯიბვე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ოჯიბვე (ჩიპევა) | |
---|---|
ანიშინააბეს სიმბოლო | |
საერთო მოსახლეობა | |
170,742 აშშ-ში (2010)[1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ენები | ინგლისური, ოჯიბვე, ფრანგული |
რელიგიები | მიდევივინი, კათოლიციზმი, მეთოდიზმი |
დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფები | ოტავა, პოტავატომი და სხვა ალგონკინური ერები |
ოჯიბვე არის „უფროსი ძმა“ და „რწმენის მფარველი“ XVIII საუკუნიდან არსებული ინდიელთა ტომების კავშირისა, რომელიც ცნობილია სახელით „სამი ცეცხლის საბჭო“, სადაც მათთან ერთად შედიან ალგონკინები, ნიპისინის პირველი ერი, ოჯი-კრი, ოტავა და პოტავატომის ტომები.