ნიტრიტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნიტრიტი წარმოადგენს პოლიატომურ იონს ქიმიური ფორმულით NO2-. წარმოადგენს სიმეტრიულ იონს ერთი სიგრძნის N-O ბმებით. პროტონაციით მიიღება არამდგრადი აზოტოვანი მჟავა. ნიტრიიტი შეიძლება როგორც დაიჟანგოს, ისე აღდგეს და რეაქციის პროდუქტები დამოკიდებული იქნება მჟანგავზე და აღმდგენზე, შესაბამისად. ნიტრიტის ოინი ამბიდენანტურ ლიგანდს წარმოადგენს. მეტალებთან ნაცნობია მისი ბმის სულ ცოტა 5 გზა[1]. ნიტრიტები ასევე უმნიშვნელოვანეს მარილებს წარმოადგენს ბიოქიმიაში, როგორც აზოტოვანი ოქსიდის ძლიერი ვასოდილატორი. ორგანულ ქიმიაში NO2- ჯგუფები შედიან აზოტოვან ესტერებში და ნიტრონაერთებში. ნიტრიტები ასევე გამოიყენება საჭმლის წარმოებაში განსაკურნად.
სწრაფი ფაქტები ზოგადი, კლასიფიკაცია ...
ნიტრიტი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ნიტრიტი |
ტრადიციული სახელწოდება | დიოქსიდონიტრატი(-1) |
ქიმიური ფორმულა | NO2- |
კლასიფიკაცია | |
CAS | 14797-65-0 |
PubChem | 946 |
EINECS | 233-272-6 |
SMILES |
|
დახურვა